წითელი პამიდვრის საწებელი – ჩაინიშნეთ 2 შესანიშნავი რეცეპტი

9315

ამ რეცეპტით მომზადებული წითელი პამიდვრის საწებელი ძალიან გემრიელი გამოდის. თავისუფლად შეგიძლიათ მისი გამოყენება როგორც ცალკე საწებლად ასევე კერძების მოსამზადებლად. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები:

  • პამიდორი 5 კგ
  • ხმელი ქინძი 1 სუფრის კოვზი
  • უცხო სუნელი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პამიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ თუჯის ან ალუმინის ქვაბში.
  2. გავაჩეროთ 2 სთ. ზემოდან მომდგარი წყალი გადავწუროთ, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 15 წთ.
  3. გადმოვდგათ და გავაცივოთ. გავწუროთ საცერში, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ შესქელებამდე.
  4. დავუმატოთ გემოვნებით წიწაკა, მარილი, ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ამ სანელებელებთან ერთად ვადუღოთ კიდევ 10 წთ.
  5. თუ შესანახად გვინდა, ცხლად ჩავასხათ მდუღარე წყალგამოვლებულ ბოთლებში და დავხუფოთ.

მეორე ვარიანტი 

ინგრედიენტები:

  • პამიდორი 5 კგ
  • ბულგარული წიწაკა 2 კგ
  • ცხარე წიწაკა 200 გ
  • ხმელი ქინძი 1 სუფრის კოვზი
  • უცხო სუნელი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცსაკეპში გავატაროთ პამიდორი, ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, ნიორი, მარილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი.
  2. ყველაფერი ერთად ვხარშოთ შესქელებამდე. ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ.