თქვენ არასდროს არ გაგისინჯავთ ნამდვილი მოთუშელი ხორცი, თუ ამ მეთოდით არ მოგიმზადებიათ!

789

ამ კერძს თამამად შეგვიძლიათ ვუწოდოთ კლასიკური. მოთუშული ხორცი გამოდის რბილი, არომატული და წვნიანი.

ჩემი ოჯახი გიჟდება ამ მეთოდით მომზადებულ ხორცზე, ამიტომ მას ძალიან ხშირად ვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • 500გ საქონლის ხორცი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 ხახვი
  • 6 სტაფილო
  • 3 ჭიქა ბულიონი
  • 1 ჭიქა წითელი ღვინო
  • როზმარინი
  • ძირა

მომზადება

  1. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  2. ზეთში შეწვით დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. ბოსტნეულთან ერთად ტაფაზე მოათავსეთ ხორცი და შეწვით ორივე მხრიდან.
  3. ცეცხლგამძლე ფორმაში მოათავსეთ ხახვი, სტაფილო, ხორცი, მოასხით ღვინო და ბულიონი. მოათავსეთ ღუმელში 90 წუთი.

მე ძალიან მიყვარს გახეხილ ნიორთან ერთად. არომატი ნამდვილად გაგაოცებთ.

გემრიელად მიირთვით!