ნამცხვარი “ვულკანი” მოხარშული კრემით: მართლაც არაჩვეულებრივი დესერტი

2196

ნამცხვარ “ვულკანის” ერთხელ დაგემოვნების შემდეგ მისი დიდი თაყვანისმცემელი გახდებით. მისი გემოს მთავარი საიდუმლო გახლავთ მოხარშლი კრემი, რითიც ის ღუმელში ცხვება ბისკვიტთან ერთად. ამ გემრიელობის მოსამზადებლად სულ რაღაც 1 საათი დაგჭირდებათ.

მოუწყვეთ თქვენს სტუმრებს ვნებების ნამდვილი “ვულკანი”, ასეთი დესერტი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები

  • 700 მლ რძე
  • 300-350 გრ ფქვილი
  • 50 გრ კარაქი
  • 5 კვერცხი
  • 220 გრ შაქარი
  • 60 გრ სიმინდის სახამებელი
  • 75 მლ ზეთი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 15 გრ ვანილი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ქვაბში ჩაახალეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მოურიეთ. შემდეგ დაასხით თბილი რძე, დაუმატეთ სახამებელი და კარგად მოურიეთ.
  2. დადგით ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ მასა არ შესქელდება. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ კარაქი, ათქვიფეთ და დააფარეთ თავსახური.
  3. მოამზადეთ ცომი. ათქვიფეთ 4 კვერცხი, დაუმატეთ 120 გრ შაქარი, ვანილი და მწიკვი მარილი. დაუმატეთ 150 მლ ცივი რძე, ზეთი, კარგად მოურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოზილეთ თხელი ცომი.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, დაასხით ცომი, ზემოდან კი კრემი.
  5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში.
  6. მორთეთ ნამცხვარი მდნარი შავი ან თეთრი შოკოლადით, მოაყარეთ შოკოლადის ნაფხვენები ან ცუკატები.

შოკოლადის “ვულკანის” მოსამზადებლად, ცომს დაუმატეთ 2 ს.კ. კაკაო. მცირე ვარიაცია მას სულ სხვა ნამცხვრად აქცევს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!