ქლიავის სოუსი „მექსიკური“. ხორციანი კერძების არომატული დანამატი

470

შინ მომზადებული ქლიავის სოუსის მომაჯადოებელი არომატი მადას წამებში აღვიძებს. ნუთუ ეს არაა საოცარი დანამატის მაჩვენებელი კერძებისთვის? მოხუფეთ ზამთრისთვის ფერადი სოუსი „მექსიკური“ და აღარ იფიქრებთ, რა გაიტანოთ ხორცთან ერთად სუფრაზე. არჩევანი ნათელია.

ამ ქლიავის სოუსში სიტკბო და სიცხარე იდეალურად დაბალანსებულია. ტკბილი ხილი, ცხარე წიწაკა და პიკანტური ნიორი ასეთ ნამზადს საოცრად გემრიელს ხდის. ცხარე საკვების მოყვარულები საყვარელი რეცეპტების სიაში ნამდვილად დაამატებენ.

როგორ მოვამზადოთ ყველაზე წარმატებული სოუსი „მექსიკური“

მაქსიმალურად არომატული და გემრიელი სოუსის მოსამზადებლად მხოლოდ მწიფე ნაყოფი გამოიყენეთ. ქლიავი, რომელიც ბოლომდე დამწიფებული არაა, ასეთი სოუსისთვის შესაფერისი არაა.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ ქლიავი
  • 6 ჩილის წიწაკა
  • 500 გ პომიდვრის პასტა
  • 400 გ შაქარი
  • 150 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 5 ნიორი
  • 150 მლ ძმარი
  • 3 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

1. ქლიავი კარგად გარეცხეთ. კურკები მოაშორეთ. 4 ნაწილად დაჭერით. ხილი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

2. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ. ყუნწი და თესლი მოაშორეთ. ნაჭრებად დაჭერით. ქლიავთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. კარგად აურიეთ.

3. ნიორი გაასუფთავეთ. ცხარე წიწაკა გარეცხეთ და ყუნწი მოაშორეთ. წიწაკა ნაჭრებად დაჭერით. წიწაკა და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ცალკე თასში მოათავსეთ.

4. ქლიავი და ბულგარული წიწაკა სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ და ქურაზე დადეთ. ბოსტნეული ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ და 30 წუთი ჩაშუშეთ.

5. ცხელ მასას ცხარე წიწაკა და ნიორი დაუმატეთ. მარილი, შაქარი, მზესუმზირის ზეთი, ასევე პომიდვრის პასტა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. 20 წუთი შუშეთ, რეგულარულად აურიეთ.

6. ბოსტნეულის მასა ქურიდან გადადეთ და სუფრის ძმარი ჩაასხით. კარგად აურიეთ. ცხელი სოუსი სტერილურ ქილებში ჩაასხით. თავსახურებით მოხუფეთ. სრულად გაგრილება აცადეთ.

სქელი, პიკანტური, ზომიერად ცხარე სოუსი ხორცს დაუმატეთ როგორც სუფრაზე გატანისას, ასევე მომზადების ეტაპზე. ზოგიერთი დიასახლისი მასში ძროხის და ღორის ხორცს ამარინადებს. რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ხორცს წვავენ. სოუსი „მექსიკური“ თავის ამოცანას იდეალურად უმკლავდება. ამ მეთოდით დამარინადებულ ხორცს დიდებული გემო აქვს.