“გასტრონომია” გთავაზობთ მაღაზიის პურის ყოველმხრივ შესანიშნავ ალტერნატივას. მასში არ არის ფქვილი (შესაბამისად გლუტენი), სახამებელი, საფუარი და ზეთი. “მაშ რას შეიცავს ის?” იკითხავთ თქვენ. “მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო თვისებები” – გპასუხობთ ჩვენ.
შვრიის ფანტელების პური დუკანის დიეტისთვისაა სპეციალურად შექმნილი. ეფექტური შედეგისთვის დღეში 2 ს.კ. შვრიის ფანტელი უნდა მიირთვათ, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახით: კეფირთან, სალათთან თუ ფაფასთან. დიეტური პური მიკროტალღურ ღუმელში მზადდება, მომენტალურად ამოდის და მეორე დღისთვისაც შესანიშნავია.
ინგრედიენტები
- 4 ს.კ. შვრიის ფანტელი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. კეფირი
- 0,25 ჩ.კ. სოდა
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება
1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტები თასში.
2. შედგით მიკროტალღურ ღუმელში იმავე თასში ან ჩაასხით ფორმებში. გამოაცხვეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3-4 წუთის განმავლობაში.
გაიგეთ მეტი დუკანის დიეტის შესახებ. მოამზადეთ ჯანსაღი კერძები და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!