მარტივი და უგემრიელესი ტორტი – ჩაის საღამოს მშვენება

778

უმარტივესი ტორტი არაჟნის კრემით და ბანანის გულსართით.

რეცეპტი მართლაც, რომ ადვილია.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 180გ
  • ვანილი 1/2 ჩაის კოვზი
  • რძე 150მლ
  • მცენარეული ზეთი 150მლ
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის იკოვზი
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • არაჟანი 30% – 600გ
  • შაქარი – 180გ

გულსართი 

  • ბანანი 1-2 ცალი

დეკორი

  • შავი შოკოლადი 70გ

მომზადება

  1. განაცალკევეთ ცილა და გული.
  2. გულს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მარილი.
  3. ათქვიფეთ შესქელებამდე.
  4. ასევე ათქვიფეთ ცილა.
  5. შეაერთეთ ორივე მასა და ჩაასხით რძე.
  6. დაუმატეთ მცენარეული ზეთი.
  7. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  8. ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და სოდა.
  9. მთავარ მასას მოაყარეთ ფქვილი.
  10. ცომი უნდა გამოვიდეს თხევადი.
  11. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი.
  12. ჩაასხით ცომი.
  13. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

მოვამზადოთ კრემი

  1. ათქვიფეთ არაჟანი.
  2. დაუმატეთ შაქარი და აქციეთ ერთგვაროვან მასად. კრემი მზად არის.
  3. მზა ბისკვიტი გააგრილეთ.
  4. ბიკვიტი გაჭერით 3 ტოლ ნაწილად.

ავაწყოთ ტორტი

  1. კორჟს წაუსვით კრემი.
  2. დაჭერით ბანანი, მრგვალი ნაჭრები გადაანაწილეთ კრემის ფენაზე.
  3. წაუსვით ბანანს კრემი.
  4. დააფარეთ მეორე კორჟი, ისევ კრემი, ისევ გულსართი და კრემი.
  5. კრემით დაფარეთ ტორტი გარედანაც.
  6. გახეხეთ შავი შოკოლადი და მოაყარეთ ტორტს.
  7. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!