შოკოლადისა და ხაჭოს უნაზესი დესერტი

ხაჭოს დესერტი – იდეალური ნუგბარი ცხელი ზაფხულისთვის – როდესაც ცივი სასუსნავით გსურთ პირის ჩატკბარუნება, ის ზამთრის ცივ პერიოდშიც გაგახალისებთ თავისი განუმეორებელი გემოთი და ამავდროულად თქვენს ორგანიზმს სარგებელსაც მოუტანს.
დღევანდელ სტატიაში უნაზესი შოკოლადისა და ვანილიანი ხაჭოს დესერტის რეცეპტს გასწავლით, მას საუცხოო გემო აქვს, რომლის სრულყოფასაც საყვარელი ხილისა თუ კენკრის დამატებით შეძლებთ!

ინგრედიენტები:

  • 25 – 40 გრამი ჟელატინი
  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • 1/2 კგ ხაჭო
  • 400 გრამი სმეტანა (იოგურტი)
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • ცოტაოდენი ვანილი

მომზადების წესი:
1. ჟელატინს გაცხელებული რძე დაასხით და დატოვეთ სანამ არ გაფუვდება, ამისთვის დაახლოებით 1 საათია საჭირო. გაგრილების შემდეგ რძიანი ჟელატინი ნელ ცეცხლზე დადგით და გაალღვეთ. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და გააგრილეთ.
2. ხაჭო საწურში გაატარეთ ან დააბლენდერეთ რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაუმატეთ არაჟანი ან იოგურტი, კარგად აურიეთ და გაგრილებული რძიანი ჟელატინი დაასხით.
3. მიღებული მასა ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს კაკაო დაუმატეთ მეორე კი თეთრად დატოვეთ. ფორმაში შავი ფენა ჩაასხით და საყინულეში 10 – 15 წუთით შედგით. მას შემდეგ რაც პირველი ფენა გაცივდება, მეორე – თეთრი ფენა დაასხით და კვლავ საყინულეში შედგით.

როდესაც დესერტი მზად იქნება, ის დაჭერით და ხილით ან კენკრით მორთეთ. მისი მორთვა ჯემითა და შოკოლადითაც შეგიძლიათ. აუცილებლად მოამზადეთ ეს უგემრიელესი დესერტი და თუ მოგეწონათ, მეგობრებსაც გაუზიარეთ!