ნატურალური საღებავების რეცეპტი, რომელსაც გამოცდილი კონდიტრი გვიზიარებს

852

ფერადი დესერტები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ამით, მომზადებული ტკბილეული მეტად მადისაღმძვრელი და მოთხოვნადი ხდება. რაც მთავარი მის შესაღებად უნდა გამოვიყენოთ ნატურალური საღებავები, რომლებიც არ დააზიანებენ ჩვენს ჯანმრთელობას.

ყოველდღიუ კერძებსაც არ აწყენდათ გალამაზება და გახალისება.

მწვანე

იაპონური მწვანე ჩაი “მაჩატა” – ეს მწვანე ჩაის ფოთლებია, რომელიც შეგიძლიათ დაფქვათ. მისგან საოცარ მწვანე ფერს მიიღებთ.

16სმ დიამეტრის ბისკვიტს 1,5 ჩაის კოვზი ეს მწვანე საოცრება ეყოფა.

მოყვითალო-ოქროსფერი

ამ ფერს თქვენ კურკუმას, შაფრანის, ლიმონის ქერქის და სტაფილოს წვენის  დახმარებით შეგიძლიათ.

ყვითელი საღებავის მოსაზმადებლად ნახევარ ჭიქა წყალს დაუმატეთ 1,5 ჩაის კოვზი კურკუმა. მასა აადუღეთ, შეგიძლიათ 2 კვირის განმავლობაში შეინახოთ მაცივარში.

ცისფერი

ბადრიჯნის ქერქი, ოცვი, ყურძენი, იასამნისფერი კომბოსტო, ჩაი ანჩაი – მაჩატა.

მოცვს დაუმატეთ წყალი და დააბლენდერეთ, აუცილებლად გამოწურეთ.

წითელი

წითელი ფერის მიღება ჩვენ ჭარხლისგან შეგვიძლია. დაჭერით ჭარხალი, დაასხით წყალი და დააბლენდერეთ.

ყავისფერი

შემწვარი შაქარი, ხახვის ქერქი, ყავა და კაკაო. რამდენიმე კოვზი კაკაო დაუმატეთ ცომს, თუ უფრო მუქი ფერი გინდათ, მაშინ დაუმატეთ რძე.

თუ შაქრის გამოყენება გირჩევნიათ, მაშინ ტაფაზე მოათავსეთ შაქარი და წყალი პროპორციით 5:1. შეწვით დაბალ ცეცხლზე და თან ურიეთ.

ნატურალური საღებავის მომზადება ნამდვილად უმარტივესია!