ფრანგული ტოსტები ბანანით

669

ეს რეცეპტი საუკუნეებს ითვლის. ფრანგული რეცეპტით მომზადებული ტოსტები, თქვენს საუზმეს გაამრავალფეროვნებს!

ამრეიკაშიც არსებობს სხვა ტიპის ტკბილი ტორტები, რომლებიც ძალიან გავს ზემოთ ნახსენებს.

ინგრედიენტები

  • ბანანი 2 ცალი
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • პური 5 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 1 სუფრის კოვზი
  • ყავისფერი შაქარი 100გ
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

  1. გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით და შეწვით კარაქში.
  2. დაუმატეთ შაქარი (1 სუფრის კოვზი), მოურიეთ.
  3. პურს მოაჭერით ქერქი და დარჩენილი ნაწილი გააბრტყელეთ.
  4. ათქვიფეთ კვერცხი 1 სუფრის კოვზი შაქართან ერთად. დაუმატეთ რძე და მოურიეთ.
  5. თითოეული პურის ნაჭერზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ბანანის შიგთავსი. კუთხეებს წაუსვით კვერცხსი მასა და დაახვიეთ რულეტისებურად.
  6. თითოეული რულეტი ამოავლეთ კვერცხის მასაში, ყავისფერ შაქარიში და დარიჩინში.

გემრიელად მიირთვით!