უნივერსალური იტალიური სოუსი სუგო ქილაში: რეცეპტი ძმრის გარეშე

406

ბოლო პერიოდში სოუსების მრავალფეროვანი ვარიანტი გამოჩნდა. ძველად მხოლოდ ტყემალი, მაიონეზი და პომიდვრის პასტა იყო პოპულარული. ახლა იტალიური, მექსიკური და ფრანგული სოუსები შეგიძლიათ მოამზადოთ. მათ შორის ყველაზე საინტერესო და გემრიელია პესტო, ტარტარი, ბეშამელი, სუგო, გუაკამოლე. ყველა ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მზადდება.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ იტალიური რეჰანის სოუსის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ კერძს უხდება. იაფი ახალი ბოსტნეულით შემოდგომაზე მოამზადეთ და ზამთარში მაკარონს, ხორცს, პიცას ან წვნიანს დაუმატეთ. ოდნავ ცხარეა, რეჰანის სასიამოვნო გემოთი და პომიდვრის ბაზით.

როგორ მოვამზადოთ იტალიური სოუსი სუგო ზამთრისთვის

ყურადღება მიაქციეთ, რომ იტალიური სოუსი პომიდვრით ძმრის გარეშე მზადდება. და მაინც, პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე კარგად ინახება. ქილების და თავსახურების გასტერილიზება არ დაგავიწყდეთ ან უბრალოდ სოდით კარგად გარეცხეთ. ინგრედიენტების რაოდენობა 0,5 ლ მოცულობის 4 ქილაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ პომიდორი
  • 1,5 ხახვი
  • 2 ნიორი
  • 40 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 80 გ რეჰანი
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 2 ჩილის წიწაკა
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ იტალიური სუნელები

მომზადების წესი:

1. პომიდორი, ჩილის წიწაკა, ნახევარი რეჰანი და 1 გასუფთავებული ნივრის თავი ხორცსაკეპში გაატარეთ. მარილი დაუმატეთ, ინგრედიენტები ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 40 წუთით ძლიერ ცეცხლზე ხარშეთ.

2. ხახვი წვრილად დაჭერით და მზესუმზირის ზეთში დარბილებამდე შეწვით. ახლა დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ.

3. დარჩენილი რეჰანი დაჭერით და ნიორი სახეხზე გახეხეთ. ინგრედიენტები პომიდვრის ნარევს მარილთან და იტალიურ სუნელებთან ერთად დაუმატეთ. აურიეთ და ადუღების მომენტიდან 10 წუთით ხარშეთ.

4. ცხელი სოუსი ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.

თუ გსურთ, რომ სუგოს სოუსის კონსისტენცია უფრო გლუვი იყოს, ყველა ინგრედიენტი ხორცსაკეპში გაატარეთ ან დააბლენდერეთ. გარდა ამისა, პომიდორს კანი მოაშორეთ. თუ თქვენთვის ზედმეტად ცხარეა, ჩილის წიწაკას თესლი მოაშორეთ ან ნაკლები წიწაკა დაუმატეთ.