სწრაფი ოლადები უგემრიელესი შიგთავსით

1196

ცნობილია, რომ ოლადები – ყველაზე სწრაფი და ნოყიერი კერძია საუზმეზე. ამ კერძს ძალიან გრზელი ისტორია აქვს: თავიდან ოლადებს უბრალო ქრისტიანები მიირთმევდნენ, მაგრამ შემდეგ ეს კერძი სამეფო დარბაზების სუფრებს ამშვენებდა.

დღევანდელ დროში ოლადები არცთუისე პოპულარულია, ამიტომაც დღეს ჩვენ მათი მომზადების საოცარ რეცეპტს გთავაზობთ. ოლადები შეიძლება იყოს ტკბილი, მარილიანი და ასევე ძალიან ცნობილია ოლადები შიგთავსით. ამ კერძით მარტივია საყვარელი ადამიანის გახარება!

მარტივი ოლადები

ინგრედიენტები

  • 400მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 300-350გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 50მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • შოკოლადი, ბანანი, ვაშლი (თქვენი გემოვნებით)

მომზადება

1.პირველ რიგში სათქვეფელათი ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი და კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

2.კეფირი ჩაასხით ჯამში და დაუმატეთ სოდა.

3.დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ფქვილი და კარგად მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ არაჟნისებურ მასას. რათა ოლადები გამოგივიდეთ ჰაეროვანი – ცომი დაასვენეთ 20 წუთით.

4.შიგთავსისთვის გამზადებული ბანანი დაჭერით საშუალო ნაჭრებად. შოკოლადსი შემთხვევაში გახეხეთ ან წვრილად დაჭერით.

5.ვაშლის ოლადებისთვსი ხილი დაჭერით კუბიკებად ან გახეხეთ. შემდეგ მოთუშეთ ტაფაზე, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. დიასახლისების ნაწილი ბოლოს უმატებს დარჩის არომატისთვის და ჟელეს გემოსათვის და სასიამოვნო კონსისტენციისთვის. ურიეთ ვაშლის შიგთავსს, სანამ შელე არ გალღვება, რის შემდეგაც აუცილებლად გააგრილეთ.

6.ცხელ ტაფაზე მოასხით ზეითუნის ან მცენარეული ზეთი. მოათავსეთ ცომი პატარა ნაეილებად, ოლადები ერთმანეთისგან დააშორეთ, რადგან ცხობისას ისინი ძალიან ფუვდებიან.

7.შემდეგ დაუმატეთ შიგთავსი და ზემოდან მოასხით ცოტაოდენი ცომი, რათა დაიმალოს შიგთავსი. შეწვით საშუალო ცეცხლზე, აუცილებლად დააფარეთ ტაფას თავსაფარი. თავსაფარი მოხადეთ მხოლოდ ოლადების გადაბრუნებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში ოლადები აღარ გამოვა ფაფული და ნაზი. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ზამთარში ოლადები ძალიან პოპულარულია, რადგან ყველას სიამოვნებს თბილი გემრიელობის ცივ ამინდში მირთმევა. იმედი მაქვს მოგეწონათ. გემრიელად მიირთვით!