შოკოლადის მინანქარის გამოცდილი რეცეპტი!

1498

შოკოლადი უნივერსალური ტკბიელულია, რადგან ის ყველას უყვარს!

მისგან მომზადებულ მინანქარში ნებისმიერი ინგრედიენტი თუ პროდუქტი შეგიძლიათ ამოავლოთ.

ინგრედიენტები

  • 4 სუფრის კოვზი კაკაო
  • 12 სუფრის კოვზი შაქარი
  • 8 სუფრის კოვზი რძე
  • 50გ კარაქი

მომზადება

  1. ქვაბში ჩაყარეთ კაკაო და შაქარი. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
  2. ჩაასხით რძე, მოურიეთ. მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე.
  3. ადუღების შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან. 3 წუთი გააგრილეთ და დაუმატეთ კარაქი. მოურიეთ.
  4. დაასხვენეთ 1 საათი, რათა შესქელდეს.

ტორტებისთვის – ეს მინანქარი იდეალურია.

ინგრედიენტები

  • 100გ შოკოლადი
  • 20გ წყალი
  • 50გ კარაქი

მომზადება

  1. დააქუცმაცეთ შოკოლადი, ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  2. ხალკე ჯამში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ შოკოლადს და მოურიეთ.
  3. გააგრილეთ 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!