ნესვის ჯემის რეცეპტი მხოლოდ სამი ინგრედიენტის გამოყენებით

2454

ალბათ, ყველამ იცით, რომ ნესვი ადამიანებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია. ამ ხილის შემადგენლობაში უამრავი მიკროელემენტი შედის და მათ ჩამოსათვლელად, ალბათ ათი თითიც არ გვეყოფა.

ნესვის მოყვარულთათვის, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა განსაკუთრებული რეცეპტი. ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ნესვის ჯემი, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში ჩაისთან ერთად გაგათბობთ.

ჯემის მოსამზადებლად მაღაზიაში შეიძინეთ მწიფე ნესვი, ლიმონი, შაქარი და საქმეს შეუდექით.

ნესვის ჯემი

ინგრედიენტები

  • 2 კგ ნესვი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ ნესვი, შუაზე გაჭერით და კოვზით ან დანით მოაშორეთ თესლი.

2. შემდეგ ნესვის ნახევარი დაჭერით თხელ ნაჭრებად და ქერქი მოაშორეთ.

3. შემდეგ ნესვის თხელი ნაჭრები დაჭერით პატარ-პატარა ნაწილებად და ქვაბში ჩაყარეთ.

4. ნესვს შაქარი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.

5. დაადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მოთუშეთ ნესვი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სანამ ნაჭრები არ დარბილდება. შემდეგ კიდევ 20 წუთით მოთუშეთ ხილი, სანამ არ მიიღებთ სქელი სიროფის კონსისტენციას.

6. გადმოდგით ჯემი ცეცხლიდან და გააგრილეთ.

7. გაცივებული მასა ერთგვაროვან კონსისტენციამდე დააბლენდერეთ და ქილებში ჩაასხით.

8. შემდეგ ნესვის ჯემი 5 საათით შედგით მაცივარში.

9. მოცემული დროის შემდეგ შეგიძლიათ ჯემი მაშინვე დააგემოვნოთ ან ზამთრისთვის შეინახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გემრიელობა აუცილებლად მოგეწონებათ!