სახლში, შინაურულად გამომცხვარი, საოცრად გემრიელი ნაზუქი

2254

გთავაზობთ ნაზუქის რეცეპტს, რომელის გამოცხობა ღუმელში ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ამ რეცეპტით საოცრად გემრიელი ნაზუქი ცხვება. სცადეთ, არ ინანებთ!

ინგრედიენტები:

  • რძე – 1,5 ლ
  • საფუარი – 50 გ
  • კვერცხი – 8 ცალი
  • ერბო – 200-250 გ
  • შაქარი – 3 ჩაის ჭიქა
  • ქიშმიში – 500 გ
  • ხორბლის ფქვილი დაახლოებით 3 კგ
  • დაფქული დარიჩინი, დანაყილი მიხაკი, ვანილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. 1 ჩაის ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, კარგად ავთქვიფოთ და დავდგათ გასაფუებლად 2-3 საათი.
  2. ცალკე ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. შუაში ჩავაღრმავოთ. ჩავამატოთ გაფუებული საფუარი, შაქართან ერთად ათქვეფილი 6 კვერცხი და 2 კვერცხის ცილა ( 2 კვერცხის გული შევინახოთ), გამდნარი ერბო, ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, ქიშმიში, დავასხათ რძე და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.
  3. გადავაფაროთ მშრალი ტილო და დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად.
  4. 2 საათის შემდეგ ამოსული ცომი კიდევ ერთხელ მოვზილოთ, დავაცადოთ ამოსვლა და ამოვაგუნდავოთ. მივცეთ მოგრძო ფორმა, წავუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ.

გემრიელად მიირთვით!