ვარდის ხვეულებზე ვგიჟდები, ამიტომ უკვე ვიმარაგებ. ფურცლებს გულდასმით ვარჩევ

118

ბებიამ ვარდის ფურცლებიდან მურაბის გაკეთება იცოდა, თავად ყვავილებს ხვეულებს უმატებდა. ამ ცომეულს განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული, გემო აქვს. რეცეპტის გაცოცხლება და თქვენთვის გაზიარება ძალიან მინდოდა. ნახეთ, რა გამოვიდა.

ვარდის მურაბა

ხვეულები ვარდით რომ მოამზადოთ, ამ ყვავილის ფურცლებიდან კლასიკური მურაბის გაკეთება საჭირო არაა. ფხვიერი ორცხობილის ბაქოს კურაბიეს მოსამზადებლად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ჯემის ხარშვაზე თავის შეწუხება არ გსურთ, მურაბის ცივი ვერსია მოამზადეთ და ხვეულებს დაუმატეთ. დეტალურად გიამბობთ!

ცივი მურაბის ინგრედიენტები:

  • 200 გ ვარდის ფურცლები
  • 400 გ შაქარი
  • ლიმონმჟავა დანის წვერით

ცომის ინგრედიენტები:

  • 5 გ დაპრესილი საფუარი
  • 30 მლ თბილი რძე
  • 100 გ არაჟანი
  • 50 გ კარაქი
  • 2 კვერცხის გული
  • 200 გ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

1. ცივი მურაბის მოსამზადებლად ვარდის ფურცლები გულდასმით შეარჩიეთ, რომ მასში მწერი არ იყოს. სანაყში მოათავსეთ და შაქარი დაუმატეთ. ფურცლები დანაყეთ, წვენი უნდა გამოვიდეს.

2. ყვავილის ნარევს ლიმონმჟავა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზადაა. ცივი მურაბა მინის ქილაში გადაიტანეთ. ასეთ მდგომარეობაში მაცივარში მთელი წელი შეგიძლიათ შეინახოთ. ეს მასა ხვეულების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. ცომისთვის საფუარი და თბილი რძე საფუარის გახსნამდე აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გულები, რბილი კარაქი და არაჟანი. ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. მასას ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. 2 საათი ასაფუებლად გააჩერეთ. ცომი ჩაზილეთ. ამ ეტაპზე ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ. თვალით დაამატეთ. 30-50 გრამი ფქვილი საკმარისია.

5. ცომი 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ და თანაბარი ზომის სამკუთხედებად დაჭერით. თითოეულს ცოტა ცივი მურაბა დაუმატეთ და ხვეულები დაახვიეთ.

5. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე ხვეულები დააწყვეთ. ზემოდან ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთი დაასვენეთ. ხვეულებს მცენარეული ზეთი წაუსვით და 180 გრადუსზე 30 წუთი აცხვეთ. სუფრაზე გატანამდე შაქრის ფხვნილით შეგიძლიათ გააფორმოთ. გემრიელად მიირთვით!

ვარდის მურაბა

როგორც ხედავთ, ხვეულები ვარდით მარტივად მზადდება. სხვა შიგთავსიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ასეთი ექსპერიმენტებისთვის მზად არ ხართ. ყვავილების მურაბის არ შეგეშინდეთ! ხალხურ მედიცინაში სამკურნალო თვისებებით ცნობილია. ყელის ტკივილის და ანგინის დროს სასარგებლოა.

თუ ცომის მომზადებაზე წვალება არ გსურთ, ფენოვანი ცომი იყიდეთ. გააბრტყელეთ, სამკუთხედები გამოჭერით და ხვეულები ნებისმიერი შიგთავსით მოამზადეთ. იდეალური ვარიანტია, თუ დრო არ გაქვთ და ჩაიზე მისაყოლებლად რაღაც გემრიელის მირთმევა გსურთ.