მარწყვის პიურე მთელი კენკრით ზამთრისთვის: ეტაპობრივი რეცეპტი

117

თუ ყოველ წელს კლასიკური მარწყვის მურაბის მომზადებით დაიღალეთ, თქვენთვის საინტერესო რეცეპტი გვაქვს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ ორიგინალური და გემრიელი ნამზადი ზამთრისთვის. გარანტიას გაძლევთ, მარწყვის პიურე მთელი კენკრით ზღაპრული არომატით და მომზადების სიმარტივით გაგაოცებთ.

რეცეპტში რთული არაფერია. თუ მურაბა არასდროს მოგიმზადებიათ, მარტივი სახელმძღვანელო თქვენთვის იდეალური დასაწყისი გახდება. ასეთი ნამზადის გაფუჭება უბრალოდ შეუძლებელია.

როგორ მოვხუფოთ მარწყვის პიურე მთელი კენკრით ზამთრისთვის

მურაბის მოსამზადებლად ლამაზი და მკვრივი მარწყვი, ასევე რბილი და არც თუ ისე ლამაზი მარწყვი თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ. მადისაღმძვრელი კენკრა მთელი დატოვეთ, ნაკლებად მიმზიდველი – პიურედ აქციეთ.

ინგრედიენტები:

  • 4 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი

მომზადების წესი:

1. მარწყვი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ. კენკრა შუაზე გაჭერით. ერთ თასში უშნო კენკრა ჩააწყვეთ, მეორეში – მკვრივი და ლამაზი.

2. პირველ თასში რბილ მარწყვს 2/3 შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მარწყვი და შაქარი ხელის ბლენდერით ერთიანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

3. კენკრის პიურე სქელძირიან ქვაბში ჩაასხით. შაქრის გახსნამდე ხარშეთ, აქტიურად ურიეთ. დარჩენილი შაქარი დაუმატეთ, ისევ აურიეთ.

4. ადუღების შემდეგ მარწყვის პიურეს მთელი კენკრა დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ, რომ დამატებული მთელი მარწყვი არ დააზიანოთ. ქურა გამორთეთ. მიღებული მასა 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

5. ვადის გასვლის შემდეგ მურაბა ადუღებამდე მიიყვანეთ, პერიოდულად ურიეთ. 5 წუთი ხარშეთ. შემდეგ ცხელი მურაბა სუფთა ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.

ქილები მარწყვის მურაბით სრულ გაცივებამდე სამზარეულოში გააჩერეთ, შემდეგ შესანახად გრილ ოთახში გაიტანეთ. შედეგად, პიურე გამაგრდება და სქელ არომატულ სოუსში ჩაწყობილი კენკრით სიამოვნებას შეძლებთ. იდეალური ნამზადი კოვზით ცალკე შეგიძლიათ მიირთვათ, პურს წაუსვათ ან ცომეულს დაუმატოთ. დესერტისთვის კენკრის სოუსად იდეალურია!