კარტოფილი ყველით და ხორცით – უბრალოდ ზღაპარია!

931

ყველა დიასახლისი ოცნებობს ვახშმის სწრაფად მომზადებას. ამიტომაც დღეს ეს რეცეპტი მოვიტანე თქვენთვის. კარტოფილი ხორცით, რომელიც ძალიან ცოტა დროს და ენერგიას წაგართმევთ. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ხორცი.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 700გ
  • კარტოფილი 800გ
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • მზესუმზირის ზეთი
  • ხახვი
  • ყველი
  • მდოგვი 1 სუფრის კოვზი
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • ბერძნული იოგურტი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.დაჭერით ხორცი, დააფარეთ პაკეტი და დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.გაასუფთავეთ და გახეხეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი.

3.საცხობ ფორმას წაუსვით ციხიმი და გადაანაწილეთ კარტოფილი.

4.დაჭერით ხახვი და გადაანაწილეთ კარტოფილზე. დააფარეთ ხორცი.

5.სოუსის მოსამზადებლად გახეხეთ ყველი, დაუმატეთ მდოგვი, მაიონეზი და იოგურტი.

6.გადაანაწილეთ სოუსი ზემოდან. ფორმა შეფუთეთ პერგამენტით და ფოლგით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

7.მოხსენით ფოლგა და გამოაცხვეთ დამატებით 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!