7 პროდუქტი, რომელიც სხეულში ლორწოს დაგროვებას იწვევს

1952

თუ თქვენ ქრონიკული ხველით იტანჯებით, რომელიც არ ქრება, გიძნელდებათ სუნთქვა დღის განმავლობაში, თქვენ შესაძლოა განიცდიდეთ ჭარბი ოდენობით ლორწოს დაგროვებას ორგანიზმში.

ლორწო წარმოიქმნება სხვადასხვა ლორწოვანი უჯრედებისგან. იგი ფორმირდება ბრონქებში, ტრაქეაში, სასუნთქი გზების მსხვილ ბრონქიოლებში, აგრეთვე მცირე ნაწლავისა და ზედა ქუთუთოს კონიუნქტივში. სხეული ლორწოს აწარმოებს ლორწოვანი გარსის დაცვის მიზნით.ეს პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც ორგანიზმში ჭარბი ლორწოს წარმოება ხდება, ამის გამომწვევი 7-ზე მეტი პროდუქტი არსებობს.

  1. რძე და რძის ნაწარმი. ყველი, რძე, იოგურტი და სხვა რძის პროდუქტი შეიცავს კაზეინს-მოლეკულებს, რომლებიც აძლიერებენ ლორწოს სეკრეციას.ამიტომ, დიდი ოდენობით რძის ნაწარმის მიღების შედეგად ყელსა და ცხვირის სინუსებში ჭარბი ლორწო დაგროვდება. ლაქტოზა, ზოგადად, ძალიან მავნეა, რადგან იგი იწვევს ლორწოს წარმოქმნას.
  2. ჰისტამინი.როდესაც ჰისტამინი გამოთავისუფლდება, იგი იწვევს სასუნთქი გზების სპაზმებს, სუნთქვის უკმარისობას, ადრენალინის სეკრეციას და ჭარბი ლორწოს წარმოქმნას. ამან შესაძლოა ანაფილაქსიური შოკი ან ანგიონევროტული შეშუპება გამოიწვიოს და ყველაფერი ცუდად დასრულდეს.ჰისტამინს ძალიან ბევრი საკვები შეიცავს და იგი აუარესებს ალერგიას. ესენია: ძეხვი, კვერცხი, მაგარი ყველი, სპირტიანი სასმელები, თევზი, ციტრუსი, თხილი, შოკოლადი, პომიდორი.
  3. რაფინირებული პროდუქტი. ადამიანებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ გლუტინის ატანა, არ უნდა მიიღონ რაფინირებული საკვები, რადგან ისინი არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას, არამედ ჭარბ ლორწოსა და ნახველს იწვევენ.ბრონქიტის დროს შაქრის მიღება პათოგენური მიკრობების განვითარების სათესლე ნიადაგს ქმნის. მკაცრი დიეტის დაცვით, ორგანიზმი თითონვე არიდებს თავს “მავნე” ნივთიერებებს, თვითრეგულირებადი მექანიზმების მეშვეობით.
  4. ცხიმები და ცხოველური წარმოშობის ზეთები. ყველამ ვიცით, რომ ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი დიეტების საფუძველს წარმოადგენს და ისინი ყოველდღიურად უნდა მივიღოთ.თუმცა, მერილენდის მედიცინის ცენტრის (აშშ) მიერ ჩატარებულ კვლევაში აღინიშნა, რომ როდესაც ორგანიზმში ჭარბი ლორწოა, უნდა მოერიდოთ ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულს. ესენია: ბანანი, კარტოფილი, სიმინდი და კომბოსტო.
  5. ხორბალი. ბევრი დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ხორბალი ზრდის ლორწოს სეკრეციას. მასში იმდენად ბევრი კომპონენტია, რომ რთულია იმის თქმა, თუ მათგან რომელი კომპონენტი იწვევს ამ პრობლემას.მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, ჩვენ გირჩევთ თავი დაიზღვიოთ და შეამციროთ ამ პროდუქტების მიღება ავადმყოფობის დროს.
  6. სასმელები, რომლებიც გაუწყლოებას იწვევს.თუ თქვენ სასუნთქი გზების ინფექციებს განიცდით, აუცილებლად გაზარდეთ წყლის მიღება. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ტკბილი გაზიანი სასმელები კლავს წყურვილის გრძნობას, მაგრამ ეს ასე არ არის, პირიქით, ისინი დიდი ოდენობით შაქარს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც გაუწყლოებას იწვევს.სან-ანტონიოს (აშშ) ტეხასის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გაუწყლოებამ შესაძლოა სხეულში ლორწოს რაოდენობა გაზარდოს და იგი უფრო ბლანტი გახადოს.
  7. თხილი და არაქისი. ყველა კაკალი უკიდურესად მდიდარია ცილებითა და ცხიმებით, ამიტომ, ისინი უნდა მიიღოთ მხოლოდ ზამთარში და ზომიერად.ისინი უნდა იყოს კომბინირებული ხილის ჩირებთან ან თაფლთან, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ იგი ცოცხალ ხილთან ერთად, რომ წყალი და ცხიმი შეერიოს ერთმანეთს.კაკალმა შესაძლოა ორგანიზმში გაზარდოს ლორწოს რაოდენობა, ისინი ძლიერი ალერგენებია და ამიტომ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლიათ არაქისის გადამუშავება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ექსპერტების რჩევები! გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას!