ამ რეცეპტით მომზადებული წითელი პამიდვრის საწებელი ძალიან გემრიელი გამოდის. თავისუფლად შეგიძლიათ მისი გამოყენება როგორც ცალკე საწებლად ასევე კერძების მოსამზადებლად. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.
ინგრედიენტები:
- პამიდორი 5 კგ
- ხმელი ქინძი 1 სუფრის კოვზი
- უცხო სუნელი 2 სუფრის კოვზი
- ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პამიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ თუჯის ან ალუმინის ქვაბში.
- გავაჩეროთ 2 სთ. ზემოდან მომდგარი წყალი გადავწუროთ, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 15 წთ.
- გადმოვდგათ და გავაცივოთ. გავწუროთ საცერში, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ შესქელებამდე.
- დავუმატოთ გემოვნებით წიწაკა, მარილი, ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ამ სანელებელებთან ერთად ვადუღოთ კიდევ 10 წთ.
- თუ შესანახად გვინდა, ცხლად ჩავასხათ მდუღარე წყალგამოვლებულ ბოთლებში და დავხუფოთ.
მეორე ვარიანტი
ინგრედიენტები:
- პამიდორი 5 კგ
- ბულგარული წიწაკა 2 კგ
- ცხარე წიწაკა 200 გ
- ხმელი ქინძი 1 სუფრის კოვზი
- უცხო სუნელი 2 სუფრის კოვზი
- ნიორი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხორცსაკეპში გავატაროთ პამიდორი, ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, ნიორი, მარილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი.
- ყველაფერი ერთად ვხარშოთ შესქელებამდე. ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ.