დიეტური შვრიის პური დუკანის დიეტის მიხედვით

2522

“გასტრონომია” გთავაზობთ მაღაზიის პურის ყოველმხრივ შესანიშნავ ალტერნატივას. მასში არ არის ფქვილი (შესაბამისად გლუტენი), სახამებელი, საფუარი და ზეთი. “მაშ რას შეიცავს ის?” იკითხავთ თქვენ. “მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო თვისებები” – გპასუხობთ ჩვენ.

შვრიის ფანტელების პური დუკანის დიეტისთვისაა სპეციალურად შექმნილი. ეფექტური შედეგისთვის დღეში 2 ს.კ. შვრიის ფანტელი უნდა მიირთვათ, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახით: კეფირთან, სალათთან თუ ფაფასთან. დიეტური პური მიკროტალღურ ღუმელში მზადდება, მომენტალურად ამოდის და მეორე დღისთვისაც შესანიშნავია.

ინგრედიენტები

  • 4 ს.კ. შვრიის ფანტელი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. კეფირი
  • 0,25 ჩ.კ. სოდა
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტები თასში.

2. შედგით მიკროტალღურ ღუმელში იმავე თასში ან ჩაასხით ფორმებში. გამოაცხვეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3-4 წუთის განმავლობაში.

გაიგეთ მეტი დუკანის დიეტის შესახებ. მოამზადეთ ჯანსაღი კერძები და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!