გარგარის მურაბა ნიგვზით

1087

თუ თქვენ უბრალო მურაბის მომზადება მოგბეზრდათ და რაღაც განსხვავებულს ეძებთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის. საინტერესო ტექსტურა და უნიკალური გემო ნამდვილად გაგაოცებთ.

გირჩევთ აირჩიოთ არასრულად მწიფე ხილი.

ინგრედიენტები

  • 1კგ გარგარი
  • 1კგ შაქარი
  • 100-150გ წყალი
  • 0,5გ ლიმონის მჟავა
  • 200გ ნიგოზი

მომზადება

1.გარეცხეთ გარგარი, ხის წკირის მიწოლით გამოდევნეთ თესლი.

2.თითოეულ გარგარში მოათავსეთ 1 ნიგოზი.

3.შაქარს დაუმატეთ წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე, ურიეთ.

4.დაუმატეთ ლიმონის მჟავა შაქრის სიროფს.

5.ღრმა ქვაბში ჩაასხით სიროფი. დაუმატეთ გარგარი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. აადუღეთ დამატებით 7-10 წუთი, აუცილებლად მოაშორეთ წარმოქმნილი ქაფი. არ შეეხოთ გარგარს არავითარ შემთხვევაში, რათა არ გაუფუჭდეს ფორმა. ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ 1 ღამე. მეორე დღეს ისევ გაიმეორეთ ეს პროცედურა და დაასვენეთ 10 საათი. ასე უნდა მოიქცეთ 2-ჯერ.

6.ჩაასხით ქილებში და თბილად შეფუთეთ.

ასეთი მურაბა კარგად ინახება მშრალ და გრილ აგილას.

გემრიელად მიირთვით!