გერმანული სალათი ძეხვით და ლობიოთი

807

კლასიკური ზამთრის სალათები ძალიან მომბეზრდა. მოვიძიე ამ სალათის რეცეპტი და ძალიან კმაყოფილი ვარ. უმარტივესად და უსწრაფესად მზადდება.

ლობიოს სალათი ძეხვით სადღესასწაულო კერზებს შორის ყველაზე უბრალო, მაგრამ ეფექური კერძია. ის არ შეიცავს მოხარშულ ბოსტნეულს.

ინგრედიენტები

  • დაკონსერვებული ლობიო 150გ
  • შებოლილი ძეხვი 120გ
  • ყველი 80გ
  • მაიონეზი 1 სუფრის კოვზი
  • კამა 20გ
  • ორცხობილა 4-გ
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.გერმანული სალათისთვის უმჯობესია გამოიყენოთ წითელი კონსერვირებული ლობიო. ასე სალათი ეფექტურ ვიზუალს მიიღებს.

2.ორცხობილებს ჩემით ვამზადებ ხოლმე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ.

3.ლობიოს ქილიდან გადაასხით სითხე. ხოლო ლობიო ჩაყარეთ სასალათეში დაქუცმაცებულ კამასტან ერთად.

4.ლორს მოაშორეთ კანი. დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ სასალათეს.

5.მოაყარეთ ორცხობილები, მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!