ამ გუფთების უნაზესი გემო დიდხანს გემახსოვრებათ

მოამზადეთ წვნიანი გუფთა ტომატისა და არაჟნის სოუსით და ის თქვენს საფირმო კერძად იქცევა!

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი შერეული ფარში (ღორისა და ძროხის ხორცის)
  • 0.3 – 0.5 ჭიქა ბრინჯი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი კვერცხი
  • მარილი, წიწაკა – გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი ტომატი
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1.5 ჭიქა წყალი

მომზადების წესი:

1. კარგად გარეცხეთ ბრინჯი, დაასხით წყალი პროპორციით 1:1 და ხარშეთ ნახევრად მზაობამდე. აურიეთ ფარშთან. დაუმატეთ გახეხილი ან გატარებული ხახვი, კვერცხი, მარილი და დაფქული წიწაკა.

2. კარგად გადაზილეთ ფარში, ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე.

3. სველი ხელით ფარშისგან პაწაწინა ბურთულები გააკეთეთ და ყოველი მათგანი ფქვილში ამოავლეთ.

4. გუფთები ტაფაზე მოწვით სანამ კიდეები არ გაუოქროსფერდება (თავსახური არ დააფაროთ). შემდეგ ისინი ღრმა ქვაბში გადადევით.

5. ოდნავ მოწვით ფქვილი, დაუმატეთ ტომატი, ურიეთ და ნელ-ნელა 1 ჭიქა წყალი დაასხით. შეაზავეთ მარილით, 30 წამის შემდეგ სოუსი გუფთას მოასხით. დაახურეთ თავი და 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ხარშეთ.

6. არჟანი ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ. 10 წუთიანი ხარშვის შემდეგ ეს სოუსიც გუფთას დაასხით, დაახურეთ თავახური და კიდევ 20 წუთი გააჩერეთ. კერძის მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასში დაფნის ფოთოლი ჩადეთ.

ეს კერძი ძალიან ნაზი და ნოყიერი გამოდის. შეგიძლიათ სუფრასთან საყვარელი გარნირის თანხლებით მიიტანოთ.