შავი ქლიავის ჩირი – უდიდესი სარგებელი ორგანიზმისთვის

შავი ქლიავის ჩირი სხვადასხვა სახეობის ქლიავისგან მზადდება. ხარისხიანი ქლიავის ჩირი რბილი მაგრამ მყარი უნდა იყოს, არ უნდა იყოს გამომშრალი და გამხმარი. სწროად შრობის შემთხვევაში ერთი კილოგრამი ახალი ქლიავისგან დაახლოებით 200 გრამი ჩირი გამოდის.

პირველად შავი ქლიავის ჩირი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში დამზადდა კასპიის ზღვის მიდამოებში. მეცნიერები თვლიან, რომ ადგილობრივმა ტომებმა მწიფე ქლიავის მზეზე გამშრობა დაიწყეს და ასე ცდილობდნენ მოსავლის შენახვის ვადები გაეხანგრძლივებინათ.

შავ ქლიავს კანფეტების, დესერტების, სალათების, ხორციანი და ცხელი ბოსტნეულის კერძების მომზადებისას იყენებენ, ის გამოიყენება ღვეზე;ლების გულსართად და კომპოტის ინგრედიენტადაც. ხალხური მედიცინის მიმდევრები შავ ქლიავს დაავდებათა მთელი სპექტრის სამკურნალოდ იყენებენ.

შავი ქლიავის შემადგენლობა: ვიტამინები და მინერალები

100 გრამ შავი ქლიავის ჩირში შემავალი ვიტამინები

1. A ვიტამინი, რეთინოლი და მისი ექვივალენტი შენაერთები-38.713 მკგ

2. ვიტამინი B5, პანთოტენატი-0.419 მგ

3. C ვიტამინი, ასკორბინის მჟავა – 0.577 მგ

4. ვიტამინი B1, თიამინი – 0.049მგ

5. ვიტამინი B6, პირიდოქსინი — 0,203 მგ

6. E ვიტამინი, ალფა-ტოკოფეროლი, ტოკოფეროლის ექვივალენტი – 0.427 მგ

7. B2, რიბოფლავინი — 0,184 მგ

8. PP, ნიკოტინის მჟავა, ნიაცინის ექვივალენტი – 1.879 მგ

9. B9, ფოლიუმის მჟავა — 3,904 მკგ

10. B4, ქოლინი — 10,093 მგ

გარდა ამისა მშრალ ხილში ისეთი სასარგებლო შენაერთებია აღმოჩენილი როგორიცაა ფილიხილონი ( К ვიტამინი К, შემადგენლობა — 59,494 მკგ 100 გრამ პროდუქტზე) და ბეთაინი 0.399 მილიგრამი 100 გრამ პროდუქტზე)

მიკროელემენტები 100 გრამ ქლიავის ჩირში

1. ფოსფორი — 68,773 მგ

2. მაგნიუმი — 40,836 მგ

3. კალიუმი — 731,294 მგ

4. ნატრიუმი — 1,944 მგ

5. კალციუმი — 42,106 მგ

6. ფტორი — 3,966 მკგ

საშუალო ზომის 1 ცალი ქლიავის ჩირი დაახლოებით 15 გრამს იწონის. ეს ნიშნავს, რომ 1 ცალ ნაყოფში დაახლოებით 36 კალორიაა. სტანდარტულ 200 გრამიან ჭიქაში დაახლოებით 250 გრამი შავი ქლიავი თავსდება. მისი ენერგეტიკული ღირებულება 600 კალორიაა.

შავი ქლიავის სარგებელი ორგანიზმისთვის

შავ ქლიავში ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ბოჭკოს შემცველობა გაცილებით მაღალია ვიდრე ახალ ქლიავში, ამიტომ გამომშრალი ხილის სამკურნალო მიზნებით მოხმარება გაცილებით უფრო სასარგებლო და მოსახერხებელია.

შავი ქლიავი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემისთვის. დიეტოლოგები ხშირად ნიშნავენ მას გამხსნელ საშუალებად, ასევე ნაღვლის გამოდევნისა და კუჭის წვენის გამოყოფის გასაუმჯობესებლად.

თუ ყოველდღე 5 ცალ შავ ქლიავის ჩირს მიირთმევთ – შეგიძლიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები სამუდამოდ დაივიწყოთ და დაკარგოთ ჭარბი წონის დიდი ნაწილი.

შავი ქლიავის ზემოქმედება სხვადასხვა ორგანოებზე

1. ოსტოპოროზის დროს

ოსტეოპოროზი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც ბევრი ადამიანი იტანჯება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქალებში მენოპაუზის დროს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 10 ცალი შავი ქლიავის ჩირის ყოველდღიური მოხმარება დაგიცავთ მოტეხილობებისგან და ოსტეოპოროზის განვითარებისგან.

“ჩემი კარიერის მანძილზე უამრავი ხილი დავტესტე, მათ შორის ლეღვი, ფინიკი, გამომშრალი მარწყვი და ქიშმიში, მაგრამ ვერცერთმნა მათგანმა ვერ მომცა შავი ქლიავის ჩირფის მსგავსი ეფექტი. ძვლების ჯანმრთელობის კუთხით შავი ქლიავი ნამდვილი გამონაკლისია!” – აღნიშნა ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბახრამ არდჟმანდიმ.

2. შეკრულობის დროს

ქლიავის ჩირი რბილი და ეფექტური გამხსნელი საშუალებაა. იმისთვის, რომ ქრონიკულ შეკრულობას გაუმკლავდეს, საკმარისია საკვების ყოველი მირების წინ 3 ცალი მდუღარეში ამოვლებული ნაყოფი მიირთვათ ან ნახევარი ჭიქა შავი ქლიავის ნახარში დალიოთ.

3. გულითვის

პოლიფენოლი, კალიუმი და სხვა ნუტრიენტები რომელსაც ორგანიზმის შავი ქლიავის მიღებისას იღებს – გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს ამაგრებენ, ახდენენ გულისცემის ნორმალიზებას. ამის წყალობით იმ ადამიანებისთვის რომელბიც ამ ჩირს რეგულარულად მოიხმარენ – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი ძალიან დაბალია.

4. თირკმელებისთვის

შავი ქლიავის ჩირს შარდმედენი ეფექტი აქვს, გვეხმარება შეშუპებების მოცილებაში, აუმჯობესებს თირკმლის მუშაობას, ხელს უწყობს შლაკების და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას.

5. მხედველობისთვის

შავი ქლიავი მდიდარია A ვიტამინით, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. მისი გამოყენება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის რომლებიც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებენ ან გადატანილი აქვთ თვალის ქირურგიული ოპერაცია.

6. ავიტამინოზის დროს

შავი ქლიავი სასარგებლო ნივთიერებების მდიდარი შემცველობით გამოირჩევა. ყოვედღიურად 3-4 ცალი ჩირის მირთმევა დაგიცავთ ჰიპოვიტამინოზისა და ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტის გავლენით გაჩენილი დაავადებებისგან დაგიცავთ.

7. ანგინის დროს

ქლიავის ჩირის რბილობი შეიცავს შენაერთებს რომლებსაც ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნიათ. შავი ქლიავის ნახარში – ეფექტური საშუალებაა ანგინის, სტომატიტის და სხვა პირის ღრუსა და საყლაპავი გზების ანთების გამომწვევი დაავადებების დროს ყელში გამოსავლებად.

8. დაბერების პროცესის შესანელებლად

შავი ქლიავი მდიდარია ანტიოქსიდანტებით რომლებიც როგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ . შავი ქლიავის ყოველდღიური მოხმარება ანელებს ორგანოების, ქსოვილებისა და ადამიანის ორგანიზმის სისტემების დაბერების პროცესს და ამცირებს სიმსივნეების გაჩენის რისკს.

9. იმუნიტეტის ამაღლებისთვის

შავი ქლიავის მომხამრება ორგანიზმს იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნივთიერებებით ავსებს, ამცირებს ინფექციური დაავადებებისა და სურდოს გაჩენის რისკს, ახდენს ნეგატიური გარე ფაქტორების ადამიანის ქსოვლიებსა და ორგანოებზე გავლენის მინიმიზაციას.

10. ნერვული სისტემის სწორი მუშაობისთვის

B ჯგუფის ვიტამინებს და სხვა ნუტრიენტებს რომლებსაც შავი ქლიავის ჩირის რბილობი შეიცავს – ადამიანის ნერვული სისტემა ნორმაში მოჰყავთ, ამცირებენ სტრესების არასახარბიელო გავლენას ორგანიზმზე, გვეხმარებიან შფოთვასთან, მომატებულ გაღიზიანებასთან და უძილობასთან ბრძოლაში.

11. ნახეთქებთან და კოჟრებთან ბრძოლაში

ხალხურ მედიცინაში ქლიავის ჩირი კოჭრებისა და ნახეთქების სამკურნალოდ გამოიყენება. ქლიავის ჩირს ცხიმიან რძეში ხარშავენ 7 წუთის განმავლობაში, შუაზე ჭრიან და განაჭრელი ადგილით პრობლემურ ადგილზე იდებენ. მას შემდეგ რაც ქლიავი ცივდება მას ახლით ანაცვლებენ. ყოველი პროცედურის ხანგრძლივობა – 10 წუთია.

12. პოტენციის მატება

შავი ქლიავის ჩირის რეგულარული მოხმარება პოტენციას აუმჯობესებს, ასუსტებს წინა მენსტრუალურ და კლიმაქსურ სინდრომებს ქალებში.

შავი ქლიავის სარგებელი გასახდომად და ორგანიზმის გასაწმენდად

ქლიავის ჩირის ენერგეტიკული ღირებულება 256 კალორიაა. 57 გრამი შაქარს წარმოადგენს. პროდუქტი კალორიულია მაგრამ, ეს მის გასახდომად გამოყენებაში ხელს არ შეგვიშლის. შავი ქლიავის ცირზე ბევრი დიეტაა დაფუძნებული.

შავი ქლიავი ნაღველმდენი, შარდმდენი და გამხსნელი თვისებები ნაწლავის გასუფთავებაში და როგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში დაგვეხმარება.

შავი ქლიავის ჩირის კიდევ ერთი დადებითი თვისება მასში შემავალი კალიუმია. ის შეუცვლელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალური წარმართვისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ ჭარბი წონის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. ორგანიზმში კალიუმის ნორმალური შემცველობა ამ პრობლემის გადაწყვეტაში გვეხმარება.

შავი ქლიავის მოხმარება გახდომისთვის

1. პროდუქტის სადღეღამისო ნორმა 100 გრამს არ უნდა აღემატებოდეს
2. ჩირის მიღება დღის პირველ ნახევარშია სასურველი
3. არ შეიძლება შავი ქლიავის ჩირის სხვა გამხსნელ საშუალებებთან ერთად გამოყენება

შავი ქლიავის ჩირი ჭამამდე ან ჭამის შემდგე უნდა მიირთვათ, შეგიძიათ დაუმატოთ სალათებში, ფაფებსა და სასმელებში. ჯჰანმრთელი, ბალანსირებული დიეტის დროს ქლიავის ჩირის მიღება კვებებს შორის ძალიან სასარგებლოა, ის შიმშილის გრძნობას ამცირებს. შავი ქლიავი ბევრ ბოჭკოს შეიცავს რომელიც კუჭის სისავსის შეგრძნებას გვიქმნის.

განტვირთვის დრე შავი ქლიავით

ორგანიზმის განსატვირთავად შეგიძლიათ განტვირთვის დღე მოიწყოთ. მისი მეშვეობით 1-2 ჭარბ კილოგრამს მოიშორებთ, რაც ორგანიზმის გაწმენდის ხარჯზე მოხდება. ამ დღეს რეკომენდებული არ არის სახლიდან გასვლა, ასევე აჯობებს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგანაც თავი შეიკავოთ და აუცილებლად სვათ ბევრი წყალი.

განტვირთვისთვის 25-30 ცალი ქლიავის ჩირი და სუფთა წყალი დაგჭირდებათ, ბალახეულის ნახარში, დაუტკბობელი ჩაი. ყოველი 2 საათის შემდეგ მიირთვით 3-4 ცალი დამდუღრული შავი ქლიავი და თან ბევრი წყალი მიაყოლეთ.

მთელი დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ლიტრტი წყალი უნდა დალიოთ. თუ სათღამოს ძლიერ შიმშილს იგრძნობთ, შეგიძიათ 1 ჭიქა კეფირი ან უშაქრო იოგურტი მიირთვათ.

ბეკონისა და შავი ქლიავის ჩირის რულეტის რეცეპტი

ბონუსის სახით ამ უსწრაფეს რეცეპტს გთავაზობთ რომელიც შავი ქლიავის, ბეკონისა და კაკლისგან მზადდება.

ეს დესერტი ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოგადგებათ, რადგან მის მომზადებას მხოლოდ 10 წუთი ჭირდება, 15-20 წუთიანი ცხობის შემდეგ მისი სუფრაზე მიტანა შეგეძლებათ.

ინგრედიენტები

  • 12 ნაჭერი ბეკონი ან ქათმის მკერდის ხორცი (200 გრამი)
  • 12 ცალი ქლიავის ჩირი კურკის გარეშე
  • 12 ცალი კაკლის გული
  • 12 ხის ჩხირი

მომზადების წესი

1. აუცილებლად შეიძინეთ დაჭრილი და არა მთლიანი ბეკონი რადგან მის საჭირო სისქეზე დაჭრა გაგიჭირდებათ, ნაჭრები აუცილებლად თხელი უნდა იყოს.
2. ნახევარი კაკალი შავი ქლიავის ჩირზე დადევით და ოდნავ დააჭირეთ ხელი. შემდეგ ქლიავის ჩირი ბეკონის კიდეს დაადევით და გადაახვიეთ რულეტად, დაამაგრეთ ხის ჩხირის მეშვეობით.

3. რულეტები საცხობ ფორმაში ერთ ფენად დაალაგეთ. ფორმას ნურაფერს მოუსმევთ რადგან გაცხელებული ბეკონი თავად გამოყოფს საჭირო რაოდენობის ცხიმს.
4. რულეტები 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 15-20 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

შეწითლებული და წვნიანი შავი ქლიავი ბეკონითა და კაკლით მზად არის. გემრიელად მიირთვით!