საზრიან ნუტრიციოლოგს ჰკითხეს, თუ არსებობს კანფეტები ქიმიის გარეშე

105

ტკბილეულის მოყვარულები შოკოლადის დესერტებზე აღმერთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, უფროსია თუ ბავშვი, პატარა ნაჭერი შოკოლადის ან ციცქნა კანფეტის ჭამის სიამოვნებაზე უარს ვერ ამბობს. მით უფრო, რომ მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ორიგინალური კანფეტები, რომ თვალები გაგექცევათ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი ტკბილეული არსებობს და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს.

შოკოლადის კანფეტების სახეობები

1. სუფლე. კვერცხის ცილისა და სიროფისგან დამზადებული ჰაეროვანი მასა.

2. განაში. კრემიანი შიგთავსი, რომელიც შოკოლადისა და ნაღების ნარევისგან (2:1) შედგება.

3. პრალინე. ტკბილი შემწვარი თხილისა და კარაქის კომბინაცია.

4. ნუგა. წელვადი შიგთავსი, რომელშიც შედის თაფლი, შაქარი, კვერცხის ცილა და კაკალი.

5. ჟელე. ხილის მასა ჟელატინით და შაქრით.

6. პომადურა. ტკბილი რძიანი მასა ბადაგით.

7. გრილიაჟი. დაფქული ან მთელი კაკალი შაქარში.

8. ხილიანი. კენკრის ან ჩირის შიგთავსი შაქარში.

9. ტრუფელი. კრემიან–ნაღებიანი მასა კარაქით.

10. კარამელის. კრემიანი შიგთავსი რძის (ნაღები), კარაქის, შაქრის სიროფის და რძის ფხვნილის დამატებით.

11. ჰაეროვანი ბრინჯი. სპეციალურად მომზადებული ჰაეროვანი ბრინჯი შაქრით.

12. ვაფლით. სხვადასხვა შიგთავსი ვაფლის ფენებს შორის.

13. მარციპანი. ნუშის ფქვილისა და შაქრის სიროფისგან დამზადებული შიგთავსი.

შოკოლადის კანფეტის სარგებელი

კანფეტის შიგთავსი იფარება შოკოლადით ან შოკოლადის ჭიქურით, აქედან მოდის სახელი, შოკოლადის კანფეტები. ნამდვილი შოკოლადის კანფეტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა:

  1. შოკოლადი ნერვულ სისტემას ატონიზირებს და სტრესს ამცირებს.
  2. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.
  3. შოკოლადის რეგულარული მიღება გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა და ინსულტის წინა მდგომარეობის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
  4. შოკოლადი სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას ხელს უწყობს.
  5. შოკოლადი მდიდარია მინერალებით, რომელიც მხედველობისთვის სასარგებლოა.

შოკოლადს ადამიანის ორგანიზმზე სასარგებლო გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. თუ არაკეთილმოსურნე მწარმოებელი ინგრედიენტებს იაფი ალტერნატივით ჩაანაცვლებს, ასეთი ტკბილეული მხოლოდ გაგაღიზიანებთ. ასეთს შოკოლადის კანფეტს ვერც ვუწოდებთ. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ბევრი კანფეტი არ მიირთვათ, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.

კანფეტის შემადგენლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ნივთიერებებს:

1. ტრანსცხიმები

ასევე ჰიდროგენიზირებულ მცენარეულ ცხიმებს უწოდებენ. მასში სასარგებლო არაფერია. უმჯობესია არ მიიღოთ, რადგან ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

2. ბადაგი, ფრუქტოზა და სიროფი

მათი წყალობით საკონდიტრო ნაწარმი საოცრად ტკბილი ხდება. თუ წონას აკონტროლებთ, შეზღუდეთ კანფეტის მიღება, რომელიც ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს.

3. ხელოვნური არომატიზატორები

ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

შოკოლადის კანფეტების ყიდვისას ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი ძალიან იაფი ვერ იქნება. შოკოლადის ზედაპირი გლუვი და პრიალა, ზედმეტი ბუშტების და სითეთრის გარეშე უნდა იყოს. ასეთი ტკბილეულის შენახვის ვადა 6 თვეს არ აღემატება. ისიამოვნეთ ისე, რომ ჯანმრთელობას სარგებელი მოუტანოთ.