ტკბილ-სურნელოვანი პაშტეტი სადღესასწაულო სუფრისთვის: საოცარი შეხამება

1252

ვინც ფიქრობს, რომ ეს არც თუ ისე მადისაღმძვრელი პურზე წასასმელია, უბრალოდ არასოდეს დაუგემოვნებია ინდაურის პაშტეტი. საქმე ინგრედიენტების მარტივ და საინტერესო შეხამებაშია.

როგორ მოვამზადოთ ინდაურის პაშტეტი? დავიწყოთ იმით, რომ რეცეპტი ღვიძლს არ ითვალისწინებს. ხორცს წინასწარი მოხარშვა არ უნდა, მას წვავენ რძისა და სხვადასხვა სუნელების დამატებით.

ინგრედიენტები

  • 350 გრ ინდაურის ხორცი
  • 4 ც ხახვი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ჭიქა წითელი ღვინო
  • 2 ს.კ. ბალზამიკო
  • 1-2 ს.კ. კარაქი
  • 2 ს.კ. ბროწეულის წვენი
  • 300 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. მიხაკი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 1 კბ ნიორი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ ბალზამიკო, შაქარი, ღვინო, ბროწეულის წვენი, მარილი, პილპილი.

2. ხარშეთ 45 წუთის განმავლობაში, ამ დროისთვის მასა ჯემის მსგავსი გახდება.

3. გაატარეთ ინდაურის ხორცი, შეწვით ფარში კარაქში. როცა ხორცი გათეთრდება, დაუმატეთ 1 დაჭრილი ხახვი და ნიორი. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი პროდუქტები, დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში.

4. დააბლენდერეთ მიღებული მასა, გააცივეთ და შედგით მაცივარში შესქელებამდე.

5. წაუსვით ბაგეტს პაშტეტი, ზემოდან ხახვის მურაბა.

ასეთი ბუტერროდები სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება. ტკბილისა და სანელებლების შეხამება მუდამ მომგებიანია. მოამზადეთ სიამოვნებით, ასიამოვნეთ ოჯახის წევრები და სტუმრები, გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!