ხილის დესერტი, რომელიც ენერგიით აგავსებთ

584

კენკრა ძალიან მიყვარს, ამიტომ ვცდილობ დესერტებში მაქსიმალურად გამოვიყენო. ამ დესერტში გემოები მაქსიმალურად დაბალანსებულია, ნაზი და სასწაულად ჰაეროვანია.

ინგრედიენტები

  • 1 ბანანი
  • 200გ მარწყვი
  • 200გ ხაჭო
  • 50-100მლ კეფირი ან იოგურტი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 0,5 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

1.ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო, თაფლი, შაქარი. დაუმატეთ კეფირი, რათა მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია.

2.დაჭერით ბანანი, გაასუფთავეთ მარწყვი. ბლენდერში ათქვიფეთ კენკრა და ბანანი.

3.ასეთი მასა უნდა მიიღოთ.

4.დესერტი ჩაასხით მაღალ ჭიქაში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

5.გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!