საუცხოო ქათამი ბარბექიუ

1390
Buffalo chicken wings bbq with sauce

თუ გგონიათ, რომ ზამთრის ბოლო თვე უსასრულოდ გაიწელა, მაშნ მომზადეთ, რაიმე საზაფხულო და გაიხალისეთ ეს თვე.

დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ საზაფხულო კერძს.

ჩვენ გასწავლით ქათმის უგემრიელესად მომზადებას და შესაბამის გარნირსაც აგარჩევინებთ.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ქათამი
  • 1 ჩის კოვზი ჩილის სოუსი
  • 60მლ ვაშლის ძმარი
  • 3 სუფრის კოვზი დიჟონური მდოგვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 120გ ღია ყავისფერი შაქარი
  • 60მლ პატოკი
  • 120მლ კეჩუპი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • 200მლ თაფლი

მომზადება

1.თავდაპირველად აუცილებელია სოუსის მოდუღება. ქვაბში მოათვსეთ კეჩუპი, ჩილი, ძმარი, მდოგვი და პატოკი.

დაუმატეთ შაქარი და დაქუცმაცებული ნიორი. განუწყვეტლივ ურიეთ და ადუღეთ 8 წუთის განმავლობაში.

სოუსი ბარბეიუ გაყავით ორად.

2.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და მანამდე მიხედეთ ხორცს. ქათამი დაჭერით და კარგად გარეცხეთ. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოათავსეთ ჯამში. მოასხით თაფლი და დაელოდეთ 1 საათი.

3.ხორცი მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. სილიკონის ჯაგრისის მეშვეობით წაუსვით სოუს და გამოაცხვეთ 10 წუთი.

გადმოაბრუნეთ ნაჭრები, წაუსვით მეორე მხრიდან და ისევ გამოაცხვეთ 10წუთი.

4.იგივე მოქმდებები გააგრძელეთ ყოველი 5 წუთის განმავლობაში.

პატარა ნაჭრები 30 წუთში იქნება მზად, ხოლო დიდი ნაჭრებს უფო დიდი დრო დასჭირდება.

აი ასეთი სილამაზე გამოდის საბოლოოდ.

ამ კერძს ძალიან უხდება ლობიოს გარნირი. ლობიო მოხარშეთ, დააბლენდერეთ, დაუმატეთ ცოტა ნიორი და მოასხით რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.

ასევე გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამომცხვარი ბოსტნეული და შემწვარი კარტოფილი.

გემრიელად მიირთვით!