ყავა პოლონურად ძალიან სწრაფად მზადდება. პატარა საიდუმლო დაიმახსოვრეთ

331

ყავა ვარშავულად ან პოლონურად დილით სწრაფად გამოგაფხიზლებთ და ენერგიით აგავსებთ. ბევრს პოლონური ყავის არსებობაზე არაფერი სმენია. არადა ხომ არსებობს თურქული ყავა, ვენური ყავა? იცით, რომ ბევრი ასეთ ყავას ყოველდღე სვამს?

ყავა პოლონურად

სასმელის მომზადების საიდუმლო მარტივია. ფინჯანი, კოვზი, ყავა და მდუღარე წყალი დაგჭირდებათ. რძეც მხოლოდ სურვილისამებრ უნდა დაუმატოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ დაფქული ყავა
  • 60 მლ წყალი
  • შაქარი გემოვნებით
  • რძე სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. პოლონური ყავის მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ნალექიანად უნდა დალიოთ. გადაწურვა და დამატებითი დამუშავება საჭირო არაა. სასმელი პირდაპირ ფინჯანში მოადუღეთ და ოდნავ დაყენებას დაელოდეთ.
  2. ყავას თეფში დააფარეთ და 2–3 წუთით მოიცადეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო გამოხატული გემო ექნება. შემდეგ რძე ან შაქარი შეგიძლიათ დაუმატოთ.
  3. 3 წუთის შემდეგ ყავა დალიეთ და გემო შეაფასეთ. პატარა ყლუპები გააკეთეთ, ყავა ენაზე ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ უკეთ შეიგრძნოთ. ზოგი ყავას 7-8 წუთით აჩერებს. ასეც შეგიძლიათ სცადოთ.

სიცოცხლის წყარო

ასეთ ყავასთან ერთად ჭიქა ცივი წყალის გატანა მიღებულია. იცით რატომ? ტრადიცია უკვე მრავალი საუკუნე არსებობს, თუმცა მხოლოდ პროფესიონალმა ბარისტებმა და ყავამანების ვიწრო წრემ იცის. ტრადიცია ძველი თურქეთიდან მოდის.

იქ სტუმრებს ასარჩევად ორ ფინჯანს ართმევდნენ. ერთში წყალი იყო, მეორეში – ყავა. დანაყრებული სტუმარი ყავას ირჩევდა, ხოლო მშიერი წყალს, შემდეგ კი საჭმელს იღებდა. წლების შემდეგ ტრადიცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და ოდნავ შეიცვალა.

ახლა ორი ჭიქიდან ერთის არჩევა საჭირო არაა. წყლის და ყავის შერევაც არ ღირს. როგორც წესი, წყალი სასმელის დეგუსტაციისას გემოს რეცეპტორების გასაწმენდად გამოიყენება. თუმცა იტალიაში წყალს ყავის დალევამდე სვამენ. ესეც გემოს რეცეპტორებიც გასაწმენდად ხდება, რომ გემრიელი ყავა უკეთ შეიგრძნონ.

ბევრი რამ არა მხოლოდ ისტორიულ ტრადიციაზე, არამედ კლიმატურ მაჩვენებელზეა დამოკიდებული. სკანდინავიის ქვეყნებში ყავასთან ერთად ჭიქა ცხელი წყალი გააქვთ. ასე სტუმარი გათბობას ახერხებს. თუ ყავა მისთვის ძალიან ძლიერია, ცხელი წყლით შეუძლია გააზავოს.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სვამს ყავას ადამიანი. მთავარია, რომ სასმელით სიამოვნება მიიღოს, განწყობა აიმაღლოს და ენერგიით აივსოს. ყავა წინსვლის ძლიერ იმპულსს მოგცემთ.