სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი მაკარონი ბროკოლითა და კედრის თესლით

1374

კედარის თესლი ევროპულ კულინარიაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სალათისა და ხორციანი კერძების შესაკაზმად და გასაფორმებლად. თუ ეს პროდუქტი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ მზესუმზირით.

საჭირო მასალა: 

  • 500 გ მაკარონი
  • 300 გ ბროკოლი
  • 1 ჭიქა (250 მლ ) არაჟანი
  • 3 ს/კ წვრილად დაჭრილი რეჰანი
  • 3/4 ჭიქა (135 გ) მოხალული კედრის თესლი

მომზადების წესი: 

  1. დიდ ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი. 5 წუთის განმავლობაში საშუალო ქვაბში ადუღებულ წყალში ხარშეთ ბროკოლი, შემდეგ გაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი.
  2. დიდ ტაფაზე ერთმანეთში აურიეთ არაჟანი და რეჰანი. ეს ნარევი შესათბობად 2 წუთის განმავლობაში დადგით დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ ბროკოლი, კედრის თესლი და დატოვეთ ცეცხლზე 1-2 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. მაკარონი და სოუსი კარგად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!