კიბორჩხალის კატლეტები

1103

თუ თქვენ გინდათ ოჯახი გააოცოთ ახალი არომატული კერძით, მაშინ აუცილებლად გამოგადგებათ კიბორჩხალის კატლეტების რეცეპტი. ერთი სიტყვით ის ძალიან გავს ჩვეულებრივ კატლეტს, მაგრამ მასში არის მაინც სხვაობა. ამ კერძისთვის გამოიყენეთ ძალიან უბრალო ინგრედენტები და ამავდროულად დროც მინიმალური ესაჭიროება. საუცხოო კერძის მოსამზადებლად აუცილებლად დაგჭირდებათ ახალი და საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტები. ფულის დაზოგვაც – კარგია, მაგრამ კარგი შედეგიც აუცილებელია.

კიბორჩხალის კატლეტი

იმისათვის რომ კოტლეტები კიბორჩხალას ჩხირებისგან გამოვიდეს საუცხოო, აუცილებლად გამოიყენეთ სქელი ძირის მქონე ტაფა. ნებისმიერი სახის კატლეტის მოსამზადებლად საუკეთესოა სქელი ტაფა, მაგრამ კიბორჩხალის ჩხირები იმდენად ნაზია, რომ შეიძლება მარტივად დაიწვას თხელძირიან ტაფაზე.

ინგრედიენტები

  • 350გ კიბორჩხალას ჩხირი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 150გ ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 100გ საფანელი
  • 3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • სეზამის მარცვალი
  • მარილი გემოვნებით
  • ოხრახუში
  • პომიდორი

მომზადება

1.კიბორჩხალის ჩხირები დაჭერით კუბიკებად. დაჭრამდე აუცილებლად გაალღვეთ ჩხირები.

2.გახეხეთ ყველი და დაუმატეთ ჩხირებს. კარგად მოურიეთ.

3.ჩხირებს და ყველს დაუმატეთ 2 კვერცხი. ფრთხილად მოურიეთ და დაუმატეთ დაჭერილი ნიორი. კვლავ კარგად მოურიეთ.

4.კიბორჩხალის ფარშს დაუმატეთ მარილი და ფქვილი. ბოლოჯერ მოურიეთ. ეს ისაჭიროა იმისათვის, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად შეერწყას და კატლეტი არ დაიშალოს.

5.ფარშს მიეცით კატლეტის ფორმა და ამოავლეთ საფანელში.

6.კატლეტები შწვით ცხელ მზესუმზირის ზეთშ ორივე მხრიდან.

7.მზა კატლეტებს მოაყარეთ სეზამის მარცვლები. კერძი გააფორმეთ ოხრახუშით და ახალი პომიდვრებით.

თუ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ სწორად, მაშინ თქვენ უნდა გამოგივიდეთ არომატული კიბორჩხალას კატლეტები ყველით, რომლითაც მერწმუნეთ გააოცებთ სტუმრებს. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ეს კერძი, ამიტომაც მაცივარში ყოველთვის ვინახავ კიბორჩხალის ჩხირებს.

ამ კერძის ინგრედიენტები ძალიან ხელმისაწვდომი და იაფია, ამიტომაც მისი მომზადება თქვენ ოჯახურ ბიუჯეტს სულაც არ შეცვლის. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!