როგორ მოვამზადოთ ხორცის რულეტები

1206
Close up shot of rolled chicken chunks in rich mushroom sauce and saome fresh parsley. See more food files

ევროპული სამზარეულოს მცოდნეები ამტკიცებენ, რომ ხორცის რულეტები შიგთავსისთ ჩვენემდე საფრანგეთიდან მოვიდა. ჩვენ მას ფორმისა და ზომის გამო თითებიც კი შევარქვით

ფრანგული თითების დაგემოვნებისას, მერწმუნეთ თითებს ჩაიკვნეტთ ისეთი გემრიელია ცივიც და ცხელიც.

წვნიანი ხორცი სოკოთი, ბოსტნეულით, მწვანილით, შავი ქლიავით, ყველით, ხოლო ფისტა ამ კერძს საოცარ გემოსა და არომატს მატებს.

ხორცის რულეტები

შავი ქლიავის რულეტები ნაღების სოუსში

ინგრედიენტები

  • 400გ საქონლის ხორცი
  • 150გ მარილიანი ლორი
  • 150გ შავი ქლიავი
  • 400მლ ნაღები 10%
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ქლიავს დაასხით ცხელი წყალი.

2.ხორცი დაჭერით 1სმ სისქის მქონე ნაჭრებად და კარგად დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.ლორი დაჭერით თხელ ზოლებად.

4.თითოეულ ხორცის ნაჭერზე მოათავსეთ ლორი და ქლიავი.

5.დაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაფიქსირეთ კბილის ჩხირებით.

6.ცხელ კარაქით დამუშავებყლ ტაფაზე მოათავსეთ რულეტები. შეწვით თითოეული მხრიდან 3-3 წუთი.

7.იმ კარაქს, რომელშიც რულეტები შეწვით დაუმატეთ ნაღები, მარილი და წიწაკა. კარგად ააორთქლეთ მის შესქელებამდე.

8.რულეტები მოათავსეთ მიღებულ სოუსში და მოთუშეთ კიდევ 10 წუთი.

9.ხორცის რულეტები ქლიავით მზად არის.

10.გემრიელად მიირთვით!

“თითები” ყველით

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ღორის ხორცი
  • 150გ ყველი
  • 100გ შავი ქლიავი
  • 4 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.ღორის ხორცი დაჭერით 1სმ სისქის ნაჭრებად.

2.დაბეგვეთ თითოეული ნაჭერი.

3.დაუმატეთ მაიონეზი, სანელებლები და გახეხილი ნიორი, მოურიეთ.

4.მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მიღებული მასა წაუსვით დაბეგვილ ხორცს.

5.თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ ყველი და ქლიავი.

6.დაახვიეთ რულეტები, მცენარეულ ზეთში შეწვით ორივე მხრიდან 1-1 წუთი.

7.შემდეგ გამოაცხვეთ ღუმელში 220 გრადუსზე 50 წუთი.

8.გემრიელად მიირთვით!

რულეტი პირშუშხით და ბეკონით

ინგრედიენტები

  • 600გ ღორის ხორცი
  • 2 ვაშლი
  • 12 ნაჭერი ბეკონი
  • 150მლ ნაღები
  • 6 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 6 ჩაის კოვზი გახეხილი პირშუშხა
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი შავი წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ხორცი 6 ნაწილად.

2.დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.თითოეულ დაბეგვილ ნაჭერს წაუსვით მდოგვი.

4.დაჭერით ვაშლი, წინასწარ მოაშორეთ შუაგული.

5.თითოეული ხორცის ნაჭერზე მოათავსეთ ბეკონი და ვაშლი.

6.ვაშლის გვერდით ბეკონს წაუსვით ჩაის კოვზი გახეხილი პირშუშხა.

7.დაახვიეთ და დააფიქსირეთ წკირით.

8.გამოასცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ რულეტები, ხოლო მათ შორის ვაშლის ნაჭრები.

9.ზემოდან მოასხით ნაღები.

10.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთით.

11.გემრიელად მიირთვით!

რულეტი ფისტით და ტკბილი წიწაკით

ინგრედიენტები

  • 1კგ ღორის ხორცი
  • რბილი ყველი
  • 150გ მარილიანი ფისტა
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 150მლ მშრალი წითელი ღვინო
  • ბროწეულის სოუსი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება

1.დაჭერით ღორის ხორცი გრძლად.

2.დაბეგევეთ ორივე მხრიდან.

3.ხორცს წაუსვით ბროწეულის წვენი, დაამარილეთ, მოაყარეთ წიწაკა და დატოვეთ ორი საათით.

4.ამავდროულად გაასუფთავეთ და დაჭერით ფისტა.

5.მოაყარეთ ხორცის ნაჭერებს.

6.ყველის ფირფიტები გაყავით ორად და მოაყარეთ ფისტას.

7.დაუმატეთ ტკბილი წიწაკა.

8.დაახვიეთ რულეტები. დააფიქსირეთ ხის წკირით. შეწვით ზეითუნის ზეთში.

9.რულეტები მოათავსეთ ფირფიტაზე. დაუმატეთ მშრალი ღვინო, დააფარეთ ფოლგა და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

10.სუფრაზე გატანამდე მოაშორეთ წკირები და დაჭერით დიდ ნაჭრებად.

11.რულეტები ღორის ხორცით და ფისტით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

გერმანული რულეტი

ინგრედიენტები

  • 1,5კგ საქონლის ფილე
  • 4 ცალი მწნილი კიტრი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი
  • ბეკონი
  • 50გ კარაქი
  • 1 ხახვი
  • სუნელი “მაგგი” გულიაშისთვის
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ხორცი დაამარილეთ და კარგად დაბეგვეთ.

2.თითოეულს წაუსვით მდოგვი. გრძლად დაჭერით კიტრი და დაალაგეთ ხორცზე ერთნაირი შუალედებით, ხოლო მათ შორის მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ბეკონი.

3.ხორცის თითოეულ ნაჭერს დაადეთ კარაქი მეტი წვნიანობისთვის.

4.დაახვიეთ რულეტი და დააფიქსირეთ ხის წკირებით.

5.რულეტები ყველა მხრიდან შეწვით ტაფაზე.

6.ცალკე შეწვით დაჭრილი ხახვი და ბეკონის ნაწილი.

7.მოათავსეთ ქვაბში ფენებად. ჯერ რულეტი, შედეგ კი ხახვი ბეკონით.

8.ზემოდან მოასხით მზა სოუსი “მაგგი”.

9.მოთუშეთ 1,5 საათი თავდახურული.

10.მოაშორეთ წკირები და გაიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

რულეტები ლეღვითა და ცისფერი ყველით.

ინგრედიენტები

  • 500გ ღორის ხორცი
  • 150გ გამომშრალი ლეღვი
  • 80გ ნიგოზი
  • 100გ ლურჯი ყველი
  • 50მლ სოიოს სოუსი
  • 50მლ ნაღები
  • 30გ კარაქი
  • მცენარეული ზეთი ფორმის დასამუშავებლად.
  • მარილი გემოვნებით.

მომზადება

1.დაჭერით ხორცი.

2.ხორცი კარგად დაბეგვეთ და მოათავსეთ სოიოს საოუსის მარინადში 2 საათით, წინასწარ დაამარილეთ.

3.ლეღვი გარეცხეთ და დაასხით ცხელი წყალი.

4.ლეღვს და ნიგოზს დაუმატეთ ნაღები და კარაქი. დააბლენდერეთ.

5.ხორცის თითოეულ ნაჭერს წაუსვით ლეღვისა და ნიგვზის პასტა, დაადეთ ყველის ნაჭერი, დაახვიეთ რულეტად.

6.ფირფიტები დაალაგეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაზე.

7.გამოაცხვეთ.

8.გემრიელად მიირთვით!

მოამზადეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტები. იმედი მაქვს მოგეწონებათ და გამოგადგებათ ეს რეცეპტები.