ლობიოს მომზადების წესები

2214

ლობიო – ერთ-ერთი სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. ამ პროდუქტის გამოყენებით და რაც მთავარია სწორი მომზადებით, თქვენ თავიდან აირიდებთ ქოლესტერინის რაოდენობის მატებას ორგანიზმში, ამასთან ერთად ის ეხმარება გულ-სისძარღვთა სისტემას ნორმალურად მუშაობაში და ხელ უშლის ონკოლოგიური პრობლემების წარმოქმნას.

დღეს ჩვენ მოგიყვებით ლობიოს სწორად მომზადების წესებს, რათა მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. მართალია მეტი დრო დაგეხარჯებათ, მაგრამ ეს ამასდ ღირს.

როგორ მოვამზადოთ ლობიო

ლობიოს მომზადებამდე, აუცილებელია მისი სწორად შერჩევა. მშრალი ლობიოს შემთხვევაში, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ გარეგნობაზე და სუნზე. არ შეიძინოთ ლაქებიანი და მწერებისაგან დაზიანებული ლობიო, რადგან ის არ არის ვარგისი საკვებად.

ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ მის სუნს, რომელიც მიუთითებს მისი შენახვის პირობებზე. ასეთი შემოწმების წესი გამოგადგებათ ბაზარში შეძენისას.

რაც შეეხება დაფასოებულ ლობიოს, რომელიც გვხვდება მარაზიებში, აუცილებელია ყურადღებით შეამმოწმოთ მისი შეფუთვა. მისი გარეკანი უნდა იყოს მყარი და მთელი. თუ შეფუთვა დაზიანებულია, ესეიგი ლობიოც ცუდი ხარისხისაა.

ხოლო დაკონსერვებულ ლობიოზე სამუდამოდ უნდა თქვათ უარი. მასში შემავალი გემოს გამაძლიერებლები ძალიან დიდ ზიანს მოუტანს თქვენს ორგანიზმს. ამ პროდუქტის მოყვარულებს ვურჩევთ მისი სახლში დაკონსერვება ისწავლონ.

მშრალი ლობიო აუცილებლად შეინახეთ მშრალ ადგილას, უცილებლად შეინახედ ის ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში ან შუშის ქილაში. მოხარშული კი შინახეთ მაცივარში. მზა ლობიო სამ დღეზე მეტი არ შეინახოთ.

ცნობილია, რომ ამ პროდუქტის მოსახარშად მისი წინასწარ შემზადებაა საჭირო, განსაკუთრებით ეს ეხება წითელ ლობიოს. მომზდების წინ აუცილებელია მისი დასველება. ეს პროცედურა გვეხმარება იმაში, რომ მივიღოთ მეტად რბილი, გემრიელი და ნაკლებად ტოქსიკური პროდუქტი.

ლობიო დაასველეთ ცივ წყალში 6-10 საათის განმავლობაში (მეტხანს შენახვის შემთხვევაში ის უბრალოდ გაფუჭდება). კარგი ვარიანტია მისი წყალში მოთავსება ღამით, რათა დილით უკვე დაგხვდეთ მზად.

არსებობს ლობიოს სწრაფი მომზადების ხერხიც. ეს მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ ლობიო უნდა წამოადუღოთ 2 წუთით, გადმოიღოთ ცეცხლიდან, დააფაროთ თავზე და გააჩეროთ 2 საათი.

დასველების შემეგ ლობიო გადაიტანეთ თუშფალანგში და გარეცხეთ ცივი წყლით. მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი მოხარშვა.

მისი მომზადება უმჯობესია დაიწყოთ ცივ წყალში, დაბალ ცეცხლზე, რაც მთავარია ქვაბში 2 სმ მეტი წყალი უნდა იყოს ვიდრე ლობიო. მარილის დამატება ჯობია მომზადების შემდეგ, რადგან დასაწყისში დამატების შემთხვევაში ის შეანელებს ხარშვის პროცესს. ეს ასევე ეხება მჟავის შემცველ პროდუქტებს, როგორებიცაა ძმარი და ტომატ პასტა.

იმისთვის, რომ ლობიო გამოვიდეს რბილი უმჯობესია ის მოხარშოთ 2 საათის განმავლობაშ.

რედაქციის რჩევა

1.გახსოვდეთ, რომ ლობიო ხარშვის პროცესში ზომაში იმატებს, ამიტომაც ის მოათვსეთ შედარებიტ დიდი ზომის ქვაბში.

2.არ დააფაროთ ქვაბს სახურავი და არ მოურიოთ ხშირად ლობიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ უფორმო მასას.