საზამთროს მურაბის რეცეპტი

1834

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უჩვეულო საზამთროს მურაბის რეცეპტს, რომელიც არა რბილობისგან, არამედ საზამთროს ქერქისგან მზადდება. მურაბა გაჯერებულია ხილის არომატით, რომელსაც თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს.

საზამთროს ქერქში მცირე ოდენობის შაქარი და წყალია, სამაგიეროდ დიდი რაოდენობით ქლოროფილი და სასარგებლო ბოჭკოა, რომელიც ძალიან ადვილად შეიწოვება. ასევე მასში B, A, C, PP ჯგუფის ვიტამინები, ბეტა-კაროტინი და ისეთი ელემენტებია, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი და ფოსფორი.

როგორ მოვამზადოთ საზამთროს მურაბა

ინგრედიენტები

  • 1 კგ საზამთროს ქერქი
  • 700 გრ შაქარი
  • 1/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადების წესი

1. საზამთროს რბილობი მიირთვით. ქერქი კი მურაბის მოსამზადებლად შეინახეთ და ზედა ფენა მოაშორეთ, რომელიც ყველაზე მუქი და უხეშია. შემდეგ კი პატარა კუბებად დაჭერით.

2. საზამთროს დაჭრილ ქერქს მოაყარეთ შაქარი და გააჩერეთ 3 საათით. ამ დროის განმავლობაში იგი წვენს გამოყოფს და შაქარი მასში გაიხსნება.

3. საზამთროს ქერქი დაადგით ცეცხლზე და მოადუღეთ. 3 წუთის შემდეგ დაუმატეთ ლიმონმჟავა.

4. როდესაც მასა გაცივდება,კვლავ დაადგით ცეცხლზე და მოადუღეთ. გაიმეორეთ იგივე პროცედურა 3-5-ჯერ, სანამ მურაბა არ გახდება წებოვანი. შემდეგ ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. ამ მეთოდით მომზადებული საზამთროს მურაბა ინარჩუნებს ფორმას და კონსისტენციითა და გემოთი საზამთროს მარმელადს ემსგავსება.

საზამთროს მურაბის მოსამზადებლად ლიმონმჟავის ნაცვლად შეგიძლიათ ლიმონი გამოიყენოთ. დაუმატეთ მურაბას ლიმონის წვენი და წვრილად გახეხილი ცედრა.

გემრიელად მიირთვით!