ეს არის საუკეთესო სოუსი, რომელიც სახლის პირობებში მარტივად მზადდება. ჯეიმი ოლივერის შედევრი!

1113

როცა დიასახლისები პიცას აცხობენ, სოუსის არჩევისას ყოველთვის ფიქრობენ კეჩუპის არასასარგებლობაზე.

ცნობილმა კულინარმა ჯემი ოლივერმა საოცარი სოუსი შექმნა, რომელიც ძალიან უხდება პიცას და სპაგეტის.

ინგრედიენტები

  • პომიდორი საკუთარ წვენში ან 450-500გ ცოცხალი
  • 2 კბილი ნიორი
  • ბაზილიკი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. თუ თქვენ იყენებთ ცოცხალ პომიდორს, მაშინ მოათავსეთ 10წ ცხელ წყალში, რათა ადვილად მოშორდეს ქერქი.
  2. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ბაზილიკი, დაპრესილი ნიორი. შეწვით 1 წუთი. დაუმატეთ პომიდორი (დაჭყლიტეთ ნიჩბით). მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე 3-5 წუთი. თუ თქვენ იყენებთ ცოცხალ ბოსტნეულს, მაშინ მზადების დრო უნდა გაზარდოთ.
  3. მასა გამოწურეთ, რათა მიიღოთ მეტად ერთგვაროვანი მასა.

გემრიელად მიირთვით