ყაბაყი ნიგვზით – თითებს ჩაიკვნეტთ!

2143

თბილი სალათი ყაბაყისგან – ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. პიროველად როცა გავსინჯე გაოცებული დავრჩი იმდენად დახვეწილია. არ გეგონოთ, რომ მის მომზადებას საათები უნდა. 10 -15 წუთი და უგემრიელესი კერძი მაგიდაზეა.

ინგრედიენტები

  • ყაბაყი 3 ცალი
  • ნიგოზი 1 ჭიქა
  • ოხრახუში
  • ნიორი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.გათალეთ ყაბაყი. დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ ჯამში. მოყარეთ მარილი, დაელოდეთ 20 წუთი.

2.ამასობაში გარეცხეთ და გააშრეთ მწვანილი. დაჭერით. დააქუცმაცეთ ნიგოზი. მოათავსეთ ცალკე ჯამში და მოაყარეთ მწვანილი.

3.დაუმატეთ ნიორი, წიწაკა. გამოწურეთ ყაბაყი. შეწვით ზეთში.

4.მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მწვანილის და ნიგვზის მიქსი.

გემრიელად მიირთვით!