მოხარშულ კარტოფილს კატლეტებში მუდმივად ვუმატებ

3100

მოდით დღეს პომიდვრიანი კატლეტები მოვამზადოთ. ეს უმარტივესი კერძია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის ხორცი.

მე ხშირად ვიყენებ ქათმის ხორცს, უგემრიელესი გამოდის საქონლის და ღორის ხორცითაც.

1.არ შეგეშინდეთ ფარშის საყვარელი სანელებლებით შეზავება. ძირა, ხმელი-სუნელი, ცერეცო, ძირა, ქინძი, მშრალი ბაზილიკი.

2.ასევე მე ვუმატებ კარტოფილის პიურეს, ცოტა პურის ქერქს და წვრილად დაჭრილ ხახვს. ეს ინგრედიენტები კატლეტებს ფაფუკს გახდის.

3.კარტოფილის ალტერნატივად გამოდგება მოხარშული და დაბლენდერებული სტაფილო.

4.პურის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კუსკუსი.

5.ნაზი გემოსთვის გამოიყენეთ რძეში დალბობილი პურის ქერქი.

6.ქათმის ფარშს ძალიან უხდება მჟავე გახეხილი ვაშლი.

7.პიკანტურობისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა გახეხილი ჯანჯაფილი.

ინგრედიენტები

  • 800გ ქათმის ფილე
  • 150გ კომბოსტო
  • 220გ კარტოფილი
  • 70გ საფანელი
  • 2 კბილი ნიორი
  • 140გ პომიდვრის პასტა
  • მარილი, წიწაკა
  • ხმელი-სუნელი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ქათმის ფილე დააბლენდერეთ, შემდეგ კომბოსტო, კარტოფილი და ნიორი. მიღებულ მასას დაუმატეთ საფანელი და პომიდვრის პასტა. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოზილეთ ფარში, დაბეგვეთ. დაასვენეთ 10 წუთი.

2.სველი ხელით მიეცით ფორმა.

3.შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!