მოამზადეთ გემრიელი ჩებურეკი ბრინძას შიგთავსით, რომელიც თქვენს გულს აუცილებლად მოიგებს

1087

პიცა და ჩებურეკი არ არის სასარგებლო პროდუქტი, მაგრამ არის მათში რაღაც, რაზეც უარს ვერ ვამბობთ.

გემრიელი ჩებურეკის რეცეპტი

ჩვენ თქვენთვის აღმოვაჩინეთ საოცარი რეცეპტი, რომელიც აერთიანებს ამ ორ კერძს! უგემრიელესი ჩებურეკის ამგვარი რეცეპტი თქვენს გულს აუცილებლად მოიგებს.

ინგრედიენტები

  • 900 გრ ფქვილი
  • 300 მლ მდუღარე წყალი
  • 300 გრ ბრინძა (ყველის სახეობა)
  • 1 მუჭა კამა
  • 1 მუჭა ოხრახუში
  • 10 კბილი ნიორი
  • 6 ც პომიდორი
  • მზესუმზირის ზეთი
  • მარილი

მომზადების წესი

1. გახსენით 1 ჩ.კ. მარილი 300 მლ მდუღარე წყალში და მიღებული ნარევი დაუმატეთ ფქვილს. შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი და მოზილეთ ცომი.

2. გააჩერეთ ცომი ნახევარი საათით და ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შიგთავსი. დაჭერით ბრინძა კუბებად, დაუმატეთ მას ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი და დანამცეცებული ნიორი.

3. დააბლენდერეთ ბრინძა, მწვანილი და ნიორი. მაგრამ არ უნდა მიიღოთ პიურეს კონსისტენცია.

4. მოამზადეთ პომიდორი. გახსოვდეთ, რომ პომიდვრები სასურველია იყოს ერთი ზომის. პატარა ზომის პომიდვრები იდეალურად მოუხდება ამ რეცეპტს. დაჭერით ბოსტნეული თანაბარი ზომის ფირფიტებად.

5. გაყავით ცომი 6 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი თხლელ ფენად გაიყვანეთ. მოიმარჯვეთ პომიდვრის ფირფიტებზე ოდნავ დიდი დიამეტრის ფინჯანი ან ჭიქა და მისი მეშვეობით ცომისგან წრეები გამოჭერით.

6. დაალაგეთ პომიდვრის ფირფიტები ცომის მრგვალ ფენებზე, ზემოდან კი ბრინძა მოათავსეთ. ცომის ეს ფენა მეორე მრგვალი ფენით დაფარეთ და კიდეები შეაწებეთ.

7. თუ ჩებურეკების პირველი პარტია მზადაა, გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და ჩებურეკი ორივე მხარეს შეწვით.

გემრიელად მიირთვით! ვიმედოვნებთ, წვნიანი ჩებურეკის ეს რეცეპტი თქვენი საყვარელი წასახემსი გახდება!