ქათმის ფილე ნაღებში – თითებს ჩაიკვნეტთ!

1187

მოხარშული ქათმის ფილე – ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტია. ნაღებში მომზადებული ფილე კი ნამდვილად შედევრია!

მისი მომზადება მარტივია, ხორცს უნდა მოასხათ ნაღების სოუსი, ხოლო დანარჩენ სამუშაოს ღუმელი შეასრულებს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 2 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ნაღები 100მლ
  • პომიდორი 1 ცალი
  • ყველი 60გ
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკების ნარები გემოვნებით
  • იტალიური სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ ხორცი. დაჭერით, მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში.

2.ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ნაღები და სანელებლები. კარგად მოურიეთ.

3.ქათამს მოასხით ნაღების სოუსი. დაჭერით პომიდორი და მოათავსეთ ხორცზე.

4.გახეხეთ ყველი და მოაყარეთ კერძს. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!