მოლდოვური სოუსი მუჯეი: მის გარეშე მოლდოვურ ღომს – მამალიგას არ მიირთმევენ

1392

მოლდოვური სოუსი მუჯეის გარეშე მოლდოვური და რუმინული სამზარეულო წარმოუდგენელია. სწრაფად მზადდება, ხელმისაწვდომია და უნივერსალური: ყველანაირ კერძს უხდება, სამარხვოსაც და ხორცის კერძებსაც.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მას განსხვავებულად ამზადებენ, თუმცა, მთავარი ინგრედიენტი ყველგან ნიორია. მუჯეიში ძმარს ყოველთვის არ უმატებენ, წყლის ნაცვლად კი ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონიც კარგია. არსებობს ცხარე ვარიანტიც, სადაც ბულგარულის ნაცვლად ცხარე წიწაკას უმატებენ. მუჯეი ნიგვზითაც მზადდება და იოგურტითაც კი.

ინგრედიენტები

  • 8-10 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ოხრახუში
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 ს.კ. ნიგოზი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 100 მლ წყალი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა

მომზადება

1. დაჭერით წვრილად ნიორი, შემდეგ დაჭყლიტეთ მარილთან და პილპილთან ერთად.

2. მიღებულ მასას დაუმატეთ ადუღებული ცივი წყალი, ძმარი და ზეთი, დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, კარგად მოურიეთ და ჩაასხით ქილაში.

მუჯეი ძალიან უხდება მოლდოვურ მამალიგას, შესანიშნავია შემწვარ კარტოფილთან და ყაბაყთან, ასევე ღვეზელებში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!