კარტოფილის ბურთულები ყველითა და ლორით: გემრიელი კერძი სულ რაღაც 30 წუთში

1632

კარტოფილი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია, რადგან იგი მარტოც ძალიან გემრიელია და სხვა კერძებთან ერთადაც. მისი ტექსტურა საშუალებას გაძლევთ შექმნათ საოცარი კერძები და გარნირები – ყოველთვის განსხვავებული და უნიკალური.

კარტოფილის ბურთულები არის მარტივი, გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კერძი, რომელიც ამდიდრებს ყოველდღიურ მენიუს და ბავშვებს ძალიან ახარებს!  გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო გზა, რომ გამოიყენოთ გუშინდელი კარტოფილის პიურე.

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 100 გრ ლორი
  • მარილი გემოვნებით
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ც კვერცხი
  • 200 გრ დაფქული ხმელი პური
  • 30 გრ პარმეზანი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი, დაჭერით მსხვილ კუბებად და მოადუღეთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში.

2. გადაღვარეთ წყალი, კარტოფილი გააგრილეთ და გახეხეთ ან დაჭყლიტეთ. კარტოფილის ბურთულები შეგიძლიათ მოამზადოთ გუშინდელი კარტოფილის პიურესგან. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

3. გახეხეთ ყველი პარმეზანი და კარტოფილის მასას შეურიეთ. ლორი დაბალ სიმძლავრეზე დააბლენდერეთ, შეურიეთ კარტოფილს და დაუმატეთ დაფქული ხმელი პური. მოურიეთ ინგრედიენტებს, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

4. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით კარტოფილის ბურთულები ყველა მხარეს რამდენიმე წუთით, მუდმივად გადააბრუნეთ, რომ არ დაგეწვათ.

მინიატურული კარტოფილის ბურთულები ყველითა და ლორით გარედან ხრაშუნა გამოდის, შიგთავსი კი რბილი და მადისაღმძვრელი აქვს. თუ მისი მომზადება ზეთის გარეშე გსურთ, გამოაცხვეთ ბურთულები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით. ლორი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოხარშული ძეხვით.