კომბოსტოს ტოლმის ალტერნატივა, რომელსაც იშვიათად ამზადებენ და სულ ტყუილად

1507

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ კერძს, რომელიც კომბოსტოს ტოლმის ალტერნატივად შეგიძლიათ მოამზადოთ. კომბოსტოს ყველა არ ჭამს, განსაკუთრებით ბავშვები, მაგრამ ასეთი ვარიანტი ყველას მოსწონს. სადილზე ან ვახშამზე მოამზადეთ, ვიმედოვნებთ მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 150 მლ წყალი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 150 გრ პომიდვრის კეტჩუპი
  • 0,5 ჭიქა ბრინჯი
  • 300 გრ ღორის ფარში
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი დაფქული წიწაკა

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. პირველ რიგში, ცომს მიხედეთ. ფქვილი და მარილი აურიეთ, კვერცხი დაუმატეთ. ულუფებად სუფთა წყალი დაუმატეთ და ცენტრიდან კუთხისკენ ჩაზილეთ.

3. ასე ელასტიური და არა წებოვანი პელმენის ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

4. ფარში, გარეცხილი ბრინჯი და ნახევარი ხახვი წვრილად გახეხილი შიგთავსისთვის აურიეთ. მარილი და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ.

5. რამდენიმე სმ სისქეზე ცომი გააბრტყელეთ.

6. 10×10 სმ ზომის კვადრატებად დაჭერით. ფარშიდან პატარა ძელურა გააკეთეთ და კვადრატის კუთხეში ჩადეთ. ერთი კუთხე შემოახვიეთ, შემდეგ ტოლმასავით შეახვიეთ.

7. გახეხილი სტაფილო და ხახვის რგოლები ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. პომიდვრის კეტჩუპი დაუმატეთ და აურიეთ.

8. ზემოდან ცომის და ფარშის მზა ტოლმები დააწყვეთ.

9. წყალი დაასხით, რომ მისი დონე შიგთავსის სიმაღლის ნახევრამდე (ან ოდნავ მეტი) აღწევდეს. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 30-40 წუთით, სითხის აორთქლებამდე თუშეთ.

10. კერძი მზადაა. სერვირების თეფშზე დააწყვეთ, ცენტრში შემწვარი სტაფილო მოათავსეთ და პომიდვრის სოუსთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!