ახლა მხოლოდ ასე ვამზადებ: ხორცის ფარშით და გახეხილი კარტოფილით

774

როცა კერძის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სწრაფი ვახშმის რეცეპტი გიშველით. ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის. ოჯახის წევრებს უდავოდ მოეწონებათ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, მისი მომზადება სცადოთ.

ხორცის ფარში გახეხილი კარტოფილით საოჯახო ვახშმისთვის შესანიშნავი კერძია!

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ხორცის ფარში
  • 3 კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 5 კბილი ნიორი
  • 8 გრ მარილი
  • 5 გრ შავი წიწაკა
  • 3 გრ ბეგქონდარა
  • 3 გრ კვლიავი

ბოსტნეულის შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 3 კარტოფილი
  • 5 სტაფილო
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ ფქვილი
  • 20 გრ ოხრახუში
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 5 გრ მარილი
  • 3 გრ შავი წიწაკა
  • 5 გრ ტკბილი პაპრიკა

მომზადების წესი:

1. კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, წვენი გაწურეთ და ცალკე თასში ჩადეთ.

2. სტაფილო სახეხზე გახეხეთ და კარტოფილს დაუმატეთ.

3. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კვერცხი, ფქვილი, მარილი, შავი წიწაკა და ტკბილი პაპრიკა დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით, კარტოფილის და სტაფილოს ბოსტნეულის ბალიში მოათავსეთ და თანაბრად გადაანაწილეთ.

5. ცალკე თასში ხორცის ფარში მოათავსეთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, მარილი, შავი წიწაკა, კვლიავი, ბეგქონდარა და გახეხილი სტაფილო დაუმატეთ.

6. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული ფარშიდან პატარა კატლეტები გააკეთეთ. საცხობ ფორმაზე ბოსტნეულის ბალიშს ზემოდან დაადეთ.

7. 180 გრადუსამდე კარგად გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

8. 30 წუთის შემდეგ საცხობი ფორმიდან გამოიღეთ, თითოეულ კატლეტს თითო კოვზი პომიდვრის სოუსი მოასხით.

9. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ.

10. კვლავ ღუმელში შედეთ და 15 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!