კეფირზე მომზადებული ყველიანი კვერები სუფრიდან წამებში ქრება

1294

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კეფირზე მომზადებული ყველიანი კვერების რეცეპტს, რომელიც წარმოუდგენლად გემრიელია. კვერები მწვანილის ხასხასა გემოთი ნებისმიერ კერძს უხდება.

ინგრედიენტები:

  • 300 მლ თბილი ცხიმიანი კეფირი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 კვერცხის გული
  • მწვანე ხახვი, კამა
  • 400 გრ ფქვილი
  • 30 მლ მცენარეული ზეთი
  • შიგთავსი
  • 100 გრ ხაჭო
  • 220 გრ ყველი
  • კვერცხის ცილა
  • მარილი


მომზადების წესი:

  1. ამ რაოდენობის პროდუქტებიდან 6 კვერი გამოვა. სწორედ ამიტომ, მეტი ინგრედიენტი გამოიყენეთ – ძალიან გემრიელი გამოდის.
  2. თბილ კეფირს კვერცხის გული, მარილი, სოდა, წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. აურიეთ.
  3. გაცრილი ფქვილი მოაყარეთ და სქელი ცომი მოზილეთ. 20 წუთით თავდახურული გააჩერეთ.
  4. გახეხილ ყველს ხაჭოს და კვერცხის ცილა აურიეთ. თუ მარილიან ყველს იყენებთ, მარილი აღარ დაუმატოთ.
  5. ცომი 6 ნაწილად გაყავით, დაამრგვალეთ, პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
  6. თხელ კვერებად გააბრტყელეთ და შუაში შიგთავსი დაუმატეთ. კუთხეები შეკარით და გააბრტყელეთ.
  7. მშრალ ტაფაზე, თავსახურის ქვეშ კვერი ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. სუსტ ცეცხლზე შეწვით, რომ კვერები არ დაიწვას.
  8. მზა კვერს კარაქი წაუსვით. ასე კვერი რბილი და არომატული გახდება.
  9. შესანიშნავი წასახემსებელი და სწრაფი კერძი გამოვა, რომელიც შეგიძლიათ პიკნიკზე, სასეირნოდ ან გზაზე წაიღოთ.