ინგრედიენტები
- კარტოფილის პიურე 700გ
- ხახვის ფხვნილი 2 ჩაის კოვზი
- ბექონდარა 1 ჩაის კოვზი
- ნივრის ფხვნილი 2 ჩაის კოვზი
- მარილი 2,5 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა 0,8 ჩაის კოვზი
- საქონლის ფარში 300გ
- პაპრიკა 0,5 ჩაის კოვზი
- ხახვი 50გ
- ოხრახუში 20გ
- ბადრიჯანი 2 ცალი
- პომიდვრის წვენი 250მლ
- პარმეზანი 50გ
მომზადება
- პიურეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მშრალი ხახვი, ბექონდარა, ნიორი, 0,5 ჩაის კოვზი წიწაკა, ნახევარი მარილი და მოურიეთ.
- ფარშს დაუმატეთ დარჩენილი მშრალი ხახვი, მარილი, პაპრიკა, წიწაკა, დაჭრილი ხახვი და მწვანილი.
- ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, თითოეული ნაწილი გარედან ჩაჭერით, გაჭერით შუაზე, რათა მიიღოთ გარმონი. ჩაჭრილი ადგილები ამოავსეთ ფარშით.
- გამოსაცხობ ფორმაში ჩატკეპნეთ პიურე, ზემოდან დაალაგეთ ბადრიჯანი. მოასხით პომიდვრის სოუსი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.
გემრიელად მიირთვით!