სოკოსა და ყველის უგემრიელესი ღვეზელი, რომლის მომზადებაც მხოლოდ 40 წუთს წაგართმევთ

1316

ამ ღვეზელის გამოსაცხობად შეგიძლიათ როგორც საფუვრიანი ისე ნახევრად ფენოვანი ან მაწვნიანი  ცომის გამოყენება. სამივე  შემთხვევაში უგემრიელესი გამოდის! ჩვენ კი დღეს  საჩვენებლად საფუვრიანი ცომით მოგიმზადებთ.

ინგრედიენტები:

ცომი

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

გულსართი

  • 2 თავი ხახვი
  • 500 გ ქამა სოკო
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 700 გ გახეხილი იმერული ყველი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცომის მომზადება. ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ წყალი.
  2. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
  3. გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
  4. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
  5. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  6. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  7. როდესაც ცომი კიდევ ერთხელ აფუვდება, ამოიღეთ თასიდან.
  8. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
  9. გულსართი. ხახვი დაკეპეთ და ზეთში მოშუშეთ.
  10. 2-3 წუთში დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სოკო. როდესაც სოკო მოიშუშება, შეანელეთ მარილით.
  11. სოკოს გულსართი შეაგრილეთ და აურიეთ გახეხილი ყველი.
  12. როდესაც ცომი აფუვდება, 300-გრამიან გუნდებად დაყავით.
  13. თითოეული გუნდა გააბტყელეთ მრგვალად.
  14. თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ სოკოსა და ყველის გულსართი და პირი მოუკარით.
  15. ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ. მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ.