აი, რა უნდა იყოს ნებისმიერ მაცივარში ამ გაზაფხულზე: აუცილებელი ინგრედიენტი მწვადების სეზონისთვის

1397

მარინადი ხორცის განუყოფელი ნაწილია, ის განსაკუთრებულ გემოს სძენს კერძს. დღეს “გასტრონომია” გთავაზობთ, დაანთოთ ლათინოამერიკული ცეცხლი. კუბური მარინადი “მოხო” ყველაზე ჩვეულებრივ ქათმის ბარკალსაც დღესასწაულად აქცევს.

წარმოიდგინეთ” კაშკაშა ციტრუსები, პიკანტური ნიორი, სურნელოვანი ქინძი… გემოსა და ესთეტიკის პიკი – ის კუბას სავიზიტო ბარათად იქცა. შესანიშნავია ნებისმიერი ხორცისთვის და თევზისთვისაც.

ინგრედიენტები

  • 1 ც ფორთოხალი
  • 1 ც ლაიმი
  • 8 კბ ნიორი
  • 60 მლ ზეთი
  • 2 ჩ.კ. ორეგანო
  • 1 ც ხახვი
  • 15 გრ ქინძი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. დაჭერით ხახვი ძალიან წვრილად, გაატარეთ ნიორი.

2. მოაცილეთ ციტრუსებს ცედრა, გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და ყველა ინგრედიენტი გარდა ზეთისა.

3. გაათბეთ ზეთი, ჩაასხით მასაში, დააფარეთ 10 წუთით და შეგიძლიათ მარინადი ხორცისთვის გამოიყენოთ.

ამ მარინადში შემწვარი მწვადი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. მოხო ასევე არაჩვეულებრივია გამომცხვარ კარტოფილთან და კრევეტებთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!