“ტიტები”-სახლში მომზადებული არაჟნის, უგემრიელესი ორცხობილები

1066

ცომთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ის რბილი და ფაფუკია, რაც საშუალებას გვაძლევს მივცეთ სასურველი ფორმა. გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემი, ნიგოზი, თხილი, შედედებული რძე და შოკოლადი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 320გ
  • შაქარი 50გ
  • კარაქი 110გ
  • არაჟანი 130
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ვანილი 0,5გ
  • პოვიდლო
  • მარილი

მომზადება

1.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, ვანილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ცივი კარაქი და გახეხეთ.

2.დაუმატეთ კვერცხის გული და არაჟანი. შეახვიეთ პაკეტში და 30-40 წუთში შეინახეთ მაცივარში.

3.გაგრილებული ცომი ერთნაერად დაჭერით. დააბურთავეთ, ხოლო შემდეგ გააბრტყელეთ მრგვლად. ჩაჭერით ცომი ცომის დამჭრელით ისე, როგორც ფოტოზეა.

4.ჩანაჭრელი ნაწილის კუთხეში მოათასვეთ შიგთავსი. გადაახვიეთ გულსართიანად და მიეცით კონუსის ფორმა. კარგად დააფიქსირეთ ბოლოები.

5.მოათავსეთ ფორმაზე ცომი და შეინახეთ 15 წუთი მაცივარში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-22 წუთი.

გემრიელად მიირთვით!