როგორ მოვამზადოთ უნაზესი ტორტი ფორთოხლის კრემით – ციტრუსის ზეიმი!

720

მარხვის პერიოდში ტკბილეულის მოყვარულები ეძებენ თავიანთი საყვარელი დესერტების სამარხვო ვარიანტს. უმეტესობა დესერტების შემადგენლობაში შედის კვერცხი  და რძის პროდუქტი. დღეს მე გასწავლით თუ, როგორ გამოაცხოთ უგემრიელესი ტორტი და არ დაარღვიოთ მარხვა.

ინგრედიენტები

  • პომიდვრის წვენი 250მლ
  • შაქარი 400გ
  • მზესუმზირის ზეთი 5 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 570გ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 10გ
  • ფორთოხლის წვენი 1ლ
  • მანანის ბურღული 100გ
  • მარილი

მომზადება

1.კრემის მოსამზადებლად ფორთოხლის წვენს დაუმატეთ შაქარი და აადუღეთ. ხშირად ურიეთ მასას, დაუმატეთ მამანის ბურღული, მოხარშეთ შესქელებამდე. გადმოიტანეთ კრემი ცეცხლიდან და გააგრილეთ.

2.პომიდვრის წვენს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, მარლი, ვანილი და მცენარეული ზეთი. გაცერით სოდა და ფქვილი, მოზილეთ ცომი.

3.ცომი გაყავით 8 ნაწილად, დაამრგვალეთ და გააბრტყელეთ.

4.საცხობ ფორმას მოაყარეთ ფქვილი და თითოეული კორჟი გამოაცხეთ 3-4 წუთი 230 გრადუსზე. სანამ ცხელია ამოჭერით წრე. ზედმეტი ნაწილები დაფხვენით.

5.დიდი სიჩქარეზე ათქვიფეთ კრემი. დაელოდეთ გაგრილებას.

6.საკონდიტრო წრეში მოათავსეთ კორჟები და დაიწყეთ აწყობა. მოაყარეთ დაფხვნილი ფირფიტები.

გემრიელად მიირთვით!