როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი წითელი ტყემლის საწებელი. შესანახი რეცეპტი!

3403

ქართული ხასიათის მკვეთრი გამორჩეულობა და მრავალფეროვნება, ქვეყნის ლანდშაფტის თავისებურებები, გემოვნების მრავალმხრივობა ქართულ საწებლებში გამოიხატება. ალბათ, მინიშნებას სწორად მიხვდით. დღეს სწორედ ტყემლის საწებელს მოვამზადებთ, იმ ტრადიციულ წითელი ტყემლის საწებელს, რომელიც ასე ძალიან უხდება შემწვარ კარტოფილს.

ინგრედიენტები:

  • წითელი ტყემალი/ღოღნოშო – 10 კგ ან შერეული – 5-5 კგ
  • ქინძი აყვავებული – 90 გ
  • ომბალო – 190 გ
  • ცხარე წითელი წიწაკა – 100 გ
  • ნიორი – 7 კბილი
  • მარილი – 180 გ
  • შაქარი – 220-დან – 800 გრამამდე (დამოკიდებულია ტყემლის სიმჟავეზე)

მომზადების წესი:

  1. წითელ ტყემალს დაუმატეთ 500 მლ წყალი და ღრმა ქვაბში მოხარშეთ. ურიეთ, სანამ არ დაიშლება. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მოაშორეთ კანი და კურკები.
  2. გაწურული მასა ისევ აადუღეთ, დაუმატეთ ძალიან წვრილად დაკეპილი ომბალო, ქინძი, ცხარე წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი. ადუღეთ 25-35 წუთს საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ შაქარი და მარილი, გასინჯეთ და თქვენი გემოვნებით დაუმატეთ სანელებლები.
  3. მზა ტყემალი ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ჭურჭელში, ბოლომდე გაავსეთ და სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.